From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ ელისონი (ინგლ. Steven Ellison, ცნობილია მეტსახელით Flying Lotus ან FlyLo; დ. 7 ოქტომბერი, 1983) — ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკოსი, DJ და რეპერი ლოს-ანჯელესიდან.
Flying Lotus | |
---|---|
Flying Lotus | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტივენ ელისონი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | FlyLo, Juno Leed, Captain Murphy, Lunchpail |
დაბ. თარიღი | 7 ოქტომბერი, 1983 |
დაბ. ადგილი | ლოს-ანჯელესი[1] |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ელექტრონული,[2] ექსპერიმენტული, IDM,[3] ჯაზი, ჰიპ-ჰოპი,[4] ტრიპ-ჰოპი |
საქმიანობა | მუსიკოსი, პროდიუსერი, კინორეჟისორი, რეპერი, DJ |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, სემპლერი, დრამ-მანქანა, კომპიუტერი, ტარნტეიბლები |
აქტიური | 2006-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Warp, Brainfeeder, Plug Research |
საიტი | flying-lotus.com |
Flying Lotus ვიკისაწყობში |
Flying Lotus-მა გამოუშვა ხუთი სტუდიური ალბომი — 1983 (2006), Los Angeles (2008), Cosmogramma (2010), Until the Quiet Comes (2012) და You're Dead! (2014) — და შვიდი EP.[5][6] 2012 წლიდან დაიწყო რეპ გამოსვლები ფსევდონიმით Captain Murphy, იმავე სახელის მქონე ანიმაციურ სერიალ Sealab 2021-ის პერსონაჟის მიხედვით, რაც გამჟღავნდა მისი პირველი რეპ მიქსტეიპის, Duality-ის, გამოცემის შემდეგ.[7]
Flying Lotus-მა აღნიშნა, რომ მასზე გავლენა მოახდინეს მუსიკოსებმა: Madlib, MF DOOM და J Dilla. ის ცნობილია ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპით, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპით და ელექტრონული მუსიკით, ხშირად იყენებს ბლუზს და ეისიდ-ჯაზს თავის მუსიკაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.