Ferrari
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერარი (Ferrari S.p.A.) — იტალიური სპორტული მანქანების მრეწველი, რომელიც დაარსდა მარანელოში და მოდენაში (იტალია). კომპანია შექმნა ენცო ფერარიმ 1929 წელს, როგორც სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari), ხოლო 1949 წელს, როგორც ფერარი სააქციო საზოგადოება (Ferrari S.p.A). მთელი ისტორიის განმავლობაში, ფერარიმ ყველაზე დიდი წარმატება მიაღწია ავტო რბოლებში, განსაკუთრებით ფორმულა ერთში. 1969 წელს, ფინანსური ბრძოლების დროს, ენცო ფერარიმ მიყიდა კომპანიის სპორტული მანქანების განყოფილება ფიატს, იმისთვის რომ დაეზღვია ფინანსური მხარდაჭერა.
სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...
Ferrari-ს სათავო ოფისი მარანელო, იტალია | |
ტიპი | საჯარო (S.p.A) |
---|---|
დარგი | ავტომობილი |
დაფუძნდა | 13 სექტემბერი, 1939; 84 წლის წინ (1939-09-13); მოდენა, იტალია (როგორც Auto Avio Costruzioni)[1] |
დამაარსებელი | ენცო ფერარი |
სათავო ოფისი |
[2] |
მმართველი |
John Elkann (თავმჯდომარე) Piero Ferrari (თავმჯდომარის მოადგილე) |
პროდუქცია | სპორტული მანქანები |
შემოსავალი | € 3.767 მილიარდი (2019 ) |
მთლიანი შემოსავალი | € 917 მილიონი (2019) |
სუფთა მოგება | €699 მილიონი (2019) |
მფლობელი |
|
თანამშრომელი | 4,164 (2019) |
შვილობილ(ებ)ი |
|
საიტი | ferrari.com |
დახურვა
კომპანია ფერარი, მცირე რაოდენობით უშვებს სხვა პროდუქტებსაც: პასტებს, ფანქრებს, სუნამოს, ტანსაცმელს, მაღალი ხარისხის ველოსიპედებს, მობილურ ტელეფონებს და ლეპტოპ კომპიუტერებს.