From Wikipedia, the free encyclopedia
Canon Inc. (იაპონ. キ ヤ?, ノ) ン) — იაპონური საინჟინრო კომპანია. ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ციფრული ტექნიკის სფეროში. 1937 წელს დაარსების დღიდან Canon-მა დაიკავა მყარე პოზიციები ფოტო, ვიდეო და IT სფეროებში. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოში (იაპონია).
ტიპი | საზოგად. |
---|---|
დაფუძნდა |
10 აგვისტო, 1937 (როგორც Seikikōgaku kenkyūsho (精機光學研究所, Precision Optical Industry Co. Ltd.) ტოკიო, იაპონია |
სათავო ოფისი | ოტა, ტოკიო, იაპონია |
თანამშრომელი | 197,673 (2017)[1] |
საიტი | http://global.canon/ |
კომპანიის ისტორია იწყება 1933 წელს დაარსებული ოპტიკური ლაბორატორიიდან. ეს ლაბორატორია მდებარეობდა ტაკიკავაიას შენობის მესამე სართულზე. ლაბორატორია გახსნეს ახალგაზრდებმა გორო იოშიდამ და საბურო უშიდამ. თავდაპირველად ლაბორატორიის მიზანი იყო გერმანულ ფოტოაპარატებზე (რომლებიც იმ პერიოდში საუკეთესოდ ითვლებოდნენ) არანაკლები ხარისხის ფოტოკამერის შექმნა. ამ კვლევების სპონსორი გახდა ტაკეში მიტარაი, რომელიც გახდა კომპანიის პირველი პრეზიდენტი. კომპანიამ სახელი ბუდისტური ღვთაების, კანონის პატივსაცემად მიიღო.
1934 წელს მათ შექმნეს პირველი იაპონური 35 მმ კამერა. რელიგიურმა იოშიდამ კამერას კვანონი დაარქვა. ჟურნალ „Asahi Camera“-ს ივნისის ნომერში იყო განთავსებული რეპორტაჟი კამერის შესახებ. ერთი წლის შემდეგ, 1935 წლის 26 ივნისს, უეშიდამ დაარეგესტრირა საქონლის ნიშანი და ლოგო „Canon“. განსხვავებით რელიგიური იოშიბასგან, უშიდას სურდა რომ კამერას უფრო ჟღერადი სახელი ჰქონოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.