![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7e/Cage_The_Elephant_Live_%2540_Bonnaroo_2017.jpg/640px-Cage_The_Elephant_Live_%2540_Bonnaroo_2017.jpg&w=640&q=50)
Cage the Elephant
From Wikipedia, the free encyclopedia
Cage the Elephant — ამერიკული როკ-ჯგუფი ბოულინგ გრინიდან, რომელიც შეიქმნა 2006 წელს კენტუკის შტატში. ისინი გადავიდნენ ლონდონში, ინგლისში, 2008 წელს, სანამ პირველ ალბომს გამოუშვებდნენ. ამჟამად ჯგუფი შედგება წამყვანი ვოკალისტის მეთ შულცის, რიტმის გიტარისტის ბრედ შულცის, მთავარი გიტარისტის ნიკ ბოკრატის, გიტარისტისა და კლავიშისტის მეთან მინსტერის, ბასისტის დანიელ ტიჩენორის და დრამერის ჯარედ ჩემპიონისგან.[1] ლინკოლნ პერიში 2006 წლიდან 2013 წლის დეკემბრამდე მსახურობდა ჯგუფის მთავარ გიტარისტად, მაგრამ მან დატოვა პროდიუსერის პოსტი და მთლიანად ბენდი. ჯგუფის პირველი ალბომი, Cage the Elephant გამოვიდა 2008 წელს, რამდენიმე წარმატებული რადიო სინგლის გამოშვების შემდეგ ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღემდე როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. მასზე გავლენა კლასიკურმა როკმა, ფანკმა და ბლუზმა მოახდინა.
Cage the Elephant | |
---|---|
![]() ბენდი კონცერტზე | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | კენტუკი, ამერიკა |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი ინდი-როკი ფსიქოდელიური როკი პანკ-როკი |
აქტიური | 2006-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები | მეთ შულცი ბრედ შულცი ნიკ ბოკრატი მეთან მინსტერი დანიელ ტიჩენორი ჯარედ ჩემპიონი |
ყოფილი წევრები | ლინკოლნ პერიში |
საიტი | |
Cage the Elephant ვიკისაწყობში |
ჯგუფის მეორე ალბომი, Thank You, Happy Birthday (გმადლობთ, გილოცავთ დაბადების დღეს), შთაგონებული იყო პანკ-როკით, ასევე ჯგუფებით, როგორიცაა Pixies და Nirvana. ჯგუფის მესამე ალბომი, Melophobia (მელოფობია), ჯგუფის ერთობლივი მცდელობა იყო საკუთარი მკაფიო მუსიკალური იდენტობის საპოვნელად. Cage the Elephant-ის მეოთხე ალბომი, Tell Me I'm Pretty (მითხარი, რომ მშვენიერი ვარ), რომლის პროდიუსერიც არის დენ აუერბახი, გამოვიდა 2015 წლის 18 დეკემბერს. ჯგუფმა გამოუშვა ცოცხალი ალბომი Unpeeled, 2017 წლის 28 ივლისს. მათი მეხუთე სტუდიური ალბომი Social Cues (სოციალური ნიშნები) იყო, რომელიც გამოვიდა 2019 წლის 19 აპრილს.[2] მათ ორჯერ მოიგეს გრემის ჯილდო საუკეთესო როკ-ალბომისთვის, პირველად 2017 წელს Tell Me I'm Pretty-თვის და მეორე 2020 წელს Social Cues-თვის.[3]