Burning Man
From Wikipedia, the free encyclopedia
«Burning Man» (ქართ. „ცეცხლმოკიდებული კაცი“) — ერთკვირიანი ყოველწლიური გასართობი ღონისძიება აშშ-ში. იმართება ნევადის შავი კლდის უდაბნოში. ღონისძიება იწყება აგვისტოს ბოლო ორშაბათს 00:00 საათზე და რვა დღე გრძელდება. ღონისძიების კულმინაცია მოდის შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ, როდესაც წვავენ ადამიანის უზარმაზარი ხის ფიგურას.
თავად ორგანიზატორები ღონისძიებას განმარტავენ, როგორც ექსპერიმენტს, მაგრამ არა როგორც ფესტივალს[1], რომლის მიზანია შეიქმნას საკუთარ თავზე დაყრდნობილი და რადიკალურად თვითგამოხატული საზოგადოება (ინგლ. radical self-expression, and radical self-reliance)[2].