From Wikipedia, the free encyclopedia
BBC News — BBC-ის მოქმედი ფილიალი[1], რომელიც პასუხისმგებელია ახალი ამბების და მიმდინარე თავმოყრასა და ტრანსლირებაზე. იგი არის მსოფლიოში ახალი ამბების უდიდესი სამაუწყებლო ორგანიზაცია.[2][3] მსოფლიოში მუშაობს მისი 50 წარმომადგენლობითი ოფისი და 250 კორესპონდენტი.[4] 2013 წლიდან ორგანიზაციის დირექტორია ჯეიმზ ჰარდინგი.[5]
ოფიციალური ლოგო | |
ტიპი | BBC-ის დეპარტამენტი |
---|---|
დარგი | ტელერადიომაუწყებლობა |
სათავო ოფისი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მმართველი |
ჯეიმზ ჰარდინგი |
მფლობელი | BBC |
თანამშრომელი | 3,500 (2,000 არის ჟურნალისტი) |
საიტი | ოფიციალური საიტი |
დეპარტამენტის ყოველწლიური ბიუჯეტი 350 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატება. მას სულ 3500 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 2000 ჟურნალისტია.[2] BBC News-ის ეროვნული, მსოფლიო და ონლაინ სიახლეებზე პასუხისმგებელი ოფისები მდებარეობს ცენტრალურ ლონდონში მდებარე დიდ შენობაში, Broadcasting House-ში. საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება მიმდინარეობს ლონდონში, მილბენკში მდებარე სტუდიიდან. BBC English Regions-ის მეშვეობით ორგანიზაცია აგრეთვე მოქმედებს ინგლისში მდებარე ადგილობრივი ცენტრებით. ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიაში და უელსში აგრეთვე მდებარეობს ადგილობრივ სიახლეებზე პასუხისმგებელი ფილიალები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.