Apache NiFi
From Wikipedia, the free encyclopedia
Apache NiFi — მონაცემთა ნაკადის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით, რომელიც განკუთვნილია დანაწილებულ გარემოში პროგრამულ სისტემებს შორის მონაცემთა ნაკადების ავტომატიზაციისათვის. პროექტს უძღვება Apache Software Foundation. NiFi დაფუძნებულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში შემუშავებულ პროგრამაზე NiagaraFiles, რომლის სახელი ასევე ასახულია პროექტის თანამედროვე სახელწოდებაში. 2014 წელს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ საკუთარი ტექნოლოგიების ტრანსფერის პროგრამის ფარგლებში, პროექტი NiagaraFiles გახსნა საზოგადოებისთვის და ღია კოდი გადასცა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდს Apache.[1][2]
Apache NiFi | |
---|---|
Apache NiFi-ის ვებ-ინტერფეისი | |
ავტორი | აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო |
მწარმოებელი | Apache Software Foundation, Cloudera, Hortonworks |
გამოვიდა | 2006; 17 წლის წინ (2006) |
ბოლო გამოშვება | 3 თებერვალი, 2020; 3 წლის წინ (2020-02-03) / 1.11.1 |
რეპოზიტორიუმი | gitbox.apache.org |
პროგრამირების ენა | Java |
ოს | კროსპლატფორმული |
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | მონაცემთა დანაწილებულ ნაკადთა მმართველი |
ლიცენზია | Apache License 2.0 |
საიტი | nifi.apache.org |
პროგრამის დიზაინი დაფუძნებულია ნაკადზე-დაფუძნებული პროგრამირების მოდელზე და იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა მუშაობა უშუალოდ კლასტერში, უსაფრთხოება TLS დაშიფვრით, გაფართოებადობა (მომხმარებელს აქვს საშუალება დაწეროს საკუთარი პროგრამა მისი შესაძლებლობების გასაფართოვებლად) და გაუმჯობესებული გამოყენებადობის საშუალებები, როგორიცაა პორტალი, რომელიც მოსახერხებელია ნაკადის ქცევის ვიზუალური დათვალიერებისა და რედაქტირებისათვის.[3]
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და კომერციული მხარდაჭერის შეთავაზება ბაზარზე ამჟამად აქვს Hortonworks (გაერთიანებულია Cloudera-ში[4]), რომელმაც NiFi-ს შექმნელი Onyara Inc შეიძინა.[5]