Apache Software Foundation
From Wikipedia, the free encyclopedia
Apache Software Foundation, ასევე ASF, ფონდი Apache (IPA: /əˈpætʃi/, ინგლ. პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი Apache) — ამერიკული არაკომერციული კორპორაცია, რომელიც ემსახურება Apache-ის ღია და თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას. ფონდი ჩამოყალიბდა Apache Group-ისგან და დარეგისტრირდა კორპორაციად 1999 წლის 25 მარტს.[5]
Apache Software Foundation | |
---|---|
აბრევიატურა | ASF |
შეიქმნა | 1999 |
სტატუსი | აქტიური |
ტიპი | 501(c)(3) |
მიზანი | ღია პროგრამული უზრუნველყოფა |
დამაარსებლები | ბრაიან ბელენდორფი, კენ კორი, მარკ კოქსი, ლარს აილებრეხტი, რალფ ენგელშალი, როი ფილდინგი, დენ გოდეტი, ბენ ჰაიდი, ჯიმ იაგიელსკი, ალექსეი კოსუტი, მარტინ კრემერი, ბენ ლორი, დაგ მაკექერნი |
ატარებს სახელს | აპაჩეს სერვერი |
დამფუძნებელი (-ები) | Brian Behlendorf და Martin Krämer |
ბიუჯეტი | 917,000 |
ქვეყანა | აშშ |
თავმჯდომარე | უცნობი, Roy Fielding[1] , Greg Stein და Jim Jagielski[2] |
კავშირები | World Wide Web Consortium[3] და CVE Numbering Authority[4] |
https://www.apache.org |
Apache Software Foundation არის ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელთა დეცენტრალიზებული საზოგადოება. მათ მიერ წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფა ვრცელდება Apache-ის ლიცენზიით და არის თავისუფალი და ღია საწყისი კოდით. პროექტები, რომელსაც უძღვება Apache, ხასიათდებიან კოლაბორაციულობით, კონსენსუსზე დაფუძნებული შემუშავების პროცესითა და ღია და პრაგმატული პროგრამული ლიცენზიით. თითოეული პროექტი იმართება ტექნიკური ექსპერტების თვითარჩეული ჯგუფის მიერ, რომლებსაც აქტიურად შეაქვთ წვლილი პროექტში. ფონდი მერიტოკრატიულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფონდის შეუძლია მხოლოდ მოხალისეებს, ვისაც აქტიურად შეაქვს წვლილი Apache-ის პროექტებში. ASF მიიჩნევა მეორე თაობის ღია საწყისი კოდის ორგანიზაციად, რაშიც იგულისხმება, რომ მისგან მიღებული კომერციული მხარდაჭერა არ იწვევს პლატფორმაზე დამოკიდებულების ეფექტის რისკს.
ფონდის ამოცენებს შორისაა, Apache-ის პროექტებზე მომუშავე მოხალისეების სამართლებრივი დაცვა და Apache-ის საფირმო სახელის სხვა ორგანიზაციების მიერ არამართლზომიერი და უნებართვო გამოყენების აღკვეთა.
ყოველწლიურად ფონდი Apache ატარებს რამდენიმე კონფერენციას ApacheCon, რომელზეც განიხილავენ Apache-ის პროექტებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს.