AFI-ის 100 წელი... 100 ვარსკვლავი
From Wikipedia, the free encyclopedia
კინოს 100 წელი ... 100 ვარსკვლავი (ინგლ. AFI's 100 Years...100 Stars) — ამერიკული კინოს ინსტიტუტის (American Film Institute, AFI) ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჩამონათვალი. ციკლიდან - „AFI 100 Years“. სიაში მოხსენიებულია ამერიკული კინოს 50 ლეგენდარული ვარსკვლავი, 25 ქალბატონი და 25 მამაკაცი. ჩამონათვალი მაყურებლის წინაშე საჯაროდ გამოიტანეს ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ის (CBS) გადაცემაში, AFI’s 100 Years… 100 Stars. რომელიც გადაიცა 1999 წლის 16 ივნისს, და წარადგინა თანამედროვე კინოს 50 ცნობილმა კინოს მსახიობმა.
ამერიკული კინოს ინსტიტუტის განმარტებით, „ამერიკული კინოლეგენდა“, არის კინომსახიობი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამერიკული კინოს ისტორიაში, იგულისხმება 1950 წლის ჩათვლით გამოსული ამერიკული წარმოების სრულმეტრაჟიანი ფილმები.
ჩამონათვალის ლიდერები: ჰამფრი ბოგარტი და კათრინ ჰეპბერნი ერთად მონაწილეობენ ჯონ ჰიუსტონის დღეს უკვე ლეგენდად ქცეულ ფილმში, „აფრიკელი დედოფალი“ (1951). ფილმში შესრულებული როლისთვის ბოგარტმა მიიღო მისი ერთადერთი ოსკარი.
1999 წელს, სიის გამოქვეყნების დროს ცოცხალი იყო ცხრა მსახიობი: შირლი ტემპლი, ქეთრინ ჰეპბერნი, მარლონ ბრანდო, ელიზაბეტ ტეილორი, გრეგორი პეკი, კირკ დაგლასი, ლორენ ბეკოლი, სოფი ლორენი, და სიდნი პუატიე. 2015 წლის იანვრისთვის კი მხოლოდ სამი: კირკ დაგლასი, სოფი ლორენი და სიდნი პუატიე.