სიდნი პუატიე
From Wikipedia, the free encyclopedia
სიდნი პუატიე (ინგლ. Sidney Poitier, დ. 20 თებერვალი, 1927 — გ. 6 იანვარი, 2022) — ამერიკის კინოაკადემიის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და გრემის ჯილდოების მფლობელი ბაჰამელ-ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და მწერალი. პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელიც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარით დაჯილდოვდა (ფილმში „მინდვრის შროშნები“).
სწრაფი ფაქტები სიდნი პუატიე, დაბადების თარიღი ...
სიდნი პუატიე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 თებერვალი, 1927 მაიამი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 2022 (94 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, დიპლომატი |
აქტიური | 1943–2001 |
BAFTA |
უტიფრები (1958) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
ოსკარი |
მინდვრის შროშნები (1963) |
დახურვა
მიუხედავად მკვეთრი ბაჰამური აქცენტისა პუატიემ სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო შავკანიანმა მსახიობმა ამერიკაში, შეასრულა რა როლები ისეთ განთქმულ ფილმებში, როგორიცაა „შუაღამის მცხუნვარება“, „გამოიცანი ვინ მოდის ვახშამზე“ და სხვა.