![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cf/A-10_Thunderbolt_II_In-flight-2.jpg/640px-A-10_Thunderbolt_II_In-flight-2.jpg&w=640&q=50)
A-10 Thunderbolt II
From Wikipedia, the free encyclopedia
A-10 Thunderbolt II — ამერიკული ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, სწორ ფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც განავითარა კომპანიამ Fairchild-Republic ადრეულ 1970-იანებში. A-10 დაპროექტებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილზე (CAS), თავდასხმას ტანკებზე, დაჯავშნულ საბრძოლო მანქანებზე და სხვა სახმელეთო მიზნებზე. ეს იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო თვითმფრინავი, დაპროექტებული ექსკლუზიურად საჰაერო მხარდაჭერისთვის ახლო მანძილიდან.[3]
A-10 Thunderbolt II | |
---|---|
ფუნქცია | მოიერიშე, საჰაერო მხარდამჭერი ახლო მანძილზე |
წარმოება | Fairchild-Republic |
კონსტრუქტორი | ალექსანდრე ქართველი |
პირველი გაფრენა | 10 მაისი, 1972 |
წარდგენა | მარტი, 1997 |
სტატუსი | აქტიური |
მომხმარებლები | აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები |
რაოდენობა | 716[1] |
ღირებულება | 11.8 მილიონი აშშ-ის დოლარი (საშუალოდ, 1994)[2] |
A-10–მა პირველი გაფრენა განახორციელა 10 მაისს, 1972 წელს. შეიარაღებაში მიიღეს 1976 წლის მარტში სრულყოფილად გამოშვებულია 716 ერთეული თვითმფრინავი. აღჭურვილია 2 х General Electric TF34-GE-100A ძრავით, რომელსაც (ორივეს ერთად) 4112 ც.ხ.ძ აქვს. შეიარაღებაში აქვს 1 х 30 მმ–იანი ქვემეხი GAU-8 Avenger 1350 ჭურვის მარაგით. სხვა შეიარაღება: BLU-1, BLU-27/B Rockeye II, AGM-65 Maverick, AIM-9 Sidewinder, LAU-68 Hydra, GBU-10 Paveway II, GBU-12 Paveway II. მისი დაპროექტებისას აქცენტი გაკეთდა გადარჩენის უნარიანობაზე, როგორც ძირითადი პრიორიტეტზე; გააჩნია დამცავი საშუალებები, რომელთა წყალობითაც თვითმფრინავი ახერხებს ფრენას მნიშვნელოვანი დაზიანებებითაც კი.
A-10-ის ოფიციალური სახელი მომდინარეობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამანადგურებლის სახელწოდებიდან: Republic P-47 Thunderbolt, თვითმფრინავი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა საჰაერო მხარდაჭერაში ახლო მანძილიდან. A-10 ცნობილია ასევე მეტსახელით Warthog ან უბრალოდ Hog.[4] როგორც მეორადი მისია, იგი ასრულებს საჰაერო სივრცის წინასწარ კონტროლს, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვითმფრინავებს, ზუსტად გაანადგურონ სახმელეთო სამიზნეები. ამ ამოცანის, როგორც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად დაპროექტებული A-10-ებს ეწოდება OA-10.[5] აშშ ამ მოიერიშე თვითმფრინავის შეიარაღებაში დატოვებას და წარმოებას 2025 წლამდე აპირებს.