პალასი
მცირე ცთომილები / From Wikipedia, the free encyclopedia
2 პალასი (უმცროსი პლანეტების განსაზღვრით 2 Pallas) — მეორე აღმოჩენილი ასტეროიდი (ცერერას შემდეგ). ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასტეროიდია მზის სისტემაში. მეცნიერთა შეფასებით, მისი მასა ასტეროიდთა სარტყლის მასის 7 %-ს შეადგენს[2] და მისი დიამეტრი 544 კილომეტრს უტოლდება, რომელიც ოდნავ დიდია, ვიდრე 4 ვესტასი. ის ვესტაზე 10-30%-ით ნაკლებია მასით,[3] ანუ სიდიდით მესამე ასტეროიდია. ის ყველაზე დიდი არაწესიერი ფორმის სხეულია მზის სისტემაში (ეს არის უდიდესი სხეული, რომელმაც თავისი გრავიტაციით მრგვალი ფორმა ვერ მიიღო) და ნარჩენი პროტოპლანეტა.
პალასი | ||||
---|---|---|---|---|
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ჰაინრიხ ვილჰელმ ოლბერსი | |||
აღმოჩენის თარიღი | 1802 წლის 28 მარტი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ეპოქა: J2000.0 | ||||
აფელიუმი | 3,412 ა.ე. | |||
პერიჰელიუმი | 2,132 ა.ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) | 2,772 ა.ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,231 | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 17,65 კმ/წმ | |||
საშუალო ანომალია () | 96.15° | |||
დახრილობა (i) |
34.841° ეკლიპტიკის მიმართ 34.21° მზის ეკვატორის მიმართ[1] | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
173.12° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 310.15° | |||
თანამგზავრები | არ ჰყავს | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 582 × 556 × 500 ± 18 კმ. | |||
ეკვატორული რადიუსი | 2439,7 კმ | |||
მასა (m) | (2.11±0.26)×1020 კგ. | |||
საშუალო სიმკვრივე () | ≈ 2.8 გ/სმ3 | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | ≈ 0.18 მ/წმ² / .018g | |||
პირველი კოსმოსური სიჩქარე () |
0.32 კმ/წმ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) |
0.32555 დღე (7.8132 საათი) | |||
ღერძის დახრილობა | 78°±13° | |||
ალბედო | 0.159 (გეომეტრიული) | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 164 K (მაქს. ≈ 265K (−8 °C) | |||
| ||||
|
როდესაც პალასი ასტრონომმა ჰაინრიხ ვილჰელმ ოლბერსმა აღმოაჩინა 1802 წლის 28 მარტს, ის პლანეტად ჩათვალეს. უფრო მეტი ასტეროიდის აღმოჩენამ 1845 წლის შემდეგ განაპირობა მათი ხელახალი კლასიფიკაცია.
პალასის ზედაპირი, როგორც ჩანს, სილიკატური მატერიითაა დაფარული. მისი ორბიტა კი, 34.8°-ით, უჩვეულოდაა დახრილი ასტეროიდთა სარტყლის სიბრტყის მიმართ და ორბიტალური ექსცენტრისიტეტი თითქმის პლუტონის ზომისა აქვს, ეს კი პალასს თითქმის მიუღწეველს ხდის კოსმოსური ზონდებისთვის.[4][5]