1932-33 წლის ყაზახების შიმშილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
1930–1933 წლების ყაზახების შიმშილობა, ყაზახების კატასტროფა[1], რომელსაც ყაზახეთში გოლოშიოკინის გენოციდს უწოდებენ ( ყაზახ. Goloshekındik genotsıd) რათა ხაზი გაესვას ფილიპ გოლოშიოკინის დროს ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილობას, რომლის დროსაც საბჭოთა ყაზახეთში 1,5 მილიონი (შესაძლოა 2,0-2,3 მილიონი) ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 1.3 მილიონი ეთნიკური ყაზახი იყო; შიმშილობით ყაზახების 38% გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია იმ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც 1932-33 წლებში საბჭოთა კავშირის შიმშილობის დროს დაიღუპა. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ყაზახეთის მთლიანი მოსახლეობის 42% შიმშილობის დროს გარდაიცვალა. [2]
ყაზახების შიმშილობა 1932-1933 Goloshekındik genotsıd | |||
| |||
ქვეყანა | ყაზახეთი | ||
---|---|---|---|
მდებარეობა | მთელი ქვეყნის მასშტაბით | ||
პერიოდი | 1930- 1933 | ||
სულ გარდაცვლილები | 1.5 - 2.3 მილიონი | ||
შედეგები | ყაზახეთის რესპუბლიკაში ეთნიკური ყაზახების რაოდენობა შემცირდა 60%-დან 38%-მდე |
ყაზახებისთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მარცვლეულის ჩამორთმევა ძირითადად 1929-1932 წლებში დაიწყო, რესპუბლიკის მარცვლეულის მესამედის რეკვიზიცია და 130 მილიონ ტონაზე მეტის კონფისკაცია მოხდა 1930 წელს ქალაქების საკვებით უზრუნველსაყოფად. [3] ზოგიერთი ისტორიკოსი და მკვლევარი შიმშილობას აღწერს, როგორც ყაზახების გენოციდს, რომელიც ჩადენილ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ. [4]
შიმშილობამ ყაზახები უმცირესობად აქცია ყაზახეთის ასსრ-ში და მხოლოდ გასული საუკუნის 90 - იან წლებში ყაზახები კვლავ ყაზახეთის უდიდესი ეთნიკური ჯგუფი გახდნენ. ხელოვნურ შიმშილობამდე, რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 60% ყაზახი იყო, მაგრამ შიმშილობის შემდეგ ყაზახი მოსახლეობის მხოლოდ 38% გადარჩა. [5]