.мкд
From Wikipedia, the free encyclopedia
.мкд — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) ჩრდილოეთ მაკედონიისათვის. 2017 წლის მაისის მონაცემებით დომენზე 510 ვებ-გვერდია დარეგისტრირებული. 2012 წელს MARnet-მა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ექნებოდა დომენი კირილიცაზე. ვარიანტების მიღება დაიწყო 2012 წლის 19 ნოემბერს და დასრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს. MARnet-მა გამოარჩია ექვსი ვარიანტი: .мкд, .мак, .македонија, .рмкд, .рм და .рмак. დაინიშნა გამოკითხვა, რომლის შედეგებიც 2013 წლის იანვარში გახდა ცნობილი.
სწრაფი ფაქტები .мкд, დომენის ტიპი ...
.мкд | |
---|---|
დომენის ტიპი | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი | მოქმედი |
რეგისტრატორი | MARnet |
დანიშნულება | ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი. |
ფაქტობრივი გამოყენება | პოპულარულია ჩრდილოეთ მაკედონიაში |
საიტი | www.marnet.mk/ |
დახურვა