ქვეყნის კოდი — მოკლე ალფავიტური ან ციფრული გეოგრაფიული კოდი (გეოკოდები), შემუშავებული ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების წარსადგენად მონაცემების დასამუშავებლად და კომუნიკაციებისთვის. შემუშავებულია რამდენიმე სხვადასხვა სახის სისტემა, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია — ISO 3166-1.
ეს სტანდარტი განსაზღვრავს კოდებს მსოფლიოს ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების უმრავლესობისათვის:
- ორასოიანი (ISO 3166-1 alpha-2),
- სამასოიანი (ISO 3166-1 alpha-3) და
- სამნიშნიანი ციფრული კოდი (ISO 3166-1 numeric).
ორასოიანი კოდები გამოიყენება, როგორც ზოგიერთი სხვა კოდების საფუძველი, მაგალითად:
- ვალუტის კოდებისათვის ISO 4217,
- მცირე სახეცვლილებით ქვეყნების უმაღლესი დონის დომენის სახელებისთვის (ccTLD) ინტერნეტში.
სხვა გამოყენების საშუალებები იხილეთ ISO 3166-1-ში.
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ქვეყნების სამასოიანი კოდები: სოკ-ის ქვეყნების კოდების სია,
- ფიფა ქვეყნებს ასევე ანიჭებს სამასოიან კოდებს (რომელსაც ეძახიან ფიფას ტრიგრამებს): ფიფა-ს ქვეყნების კოდები
- ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია იყენებს საკუთარ ორასოიან კოდებს: ნატოს ქვეყნების კოდების სია. ისინი ძირითადად აღებულია FIPS 10-4-ის კოდებიდან. 2003 წელს სტანდარტიზაციის შესახებ შეთანხმების (STANAG) მერვე გამოცემაში მიღებული იქნა ISO 3166-ის სამასოიანი კოდების გამოყენება მაკედონიისათვის მინიჭებული კოდის გარეშე. მეცხრე გამოცემაში ნატო გადავიდა ოთხ- და ექვსასოიან კოდებზე, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ISO 3166-ზე ზოგიერთის გამორიცხვებით და დამატებებით.
- კოდური სისტემა საავტომობილო ნომრების ნიშნებისთვის: ქვეყნების საავტომობილო კოდების სია ().
- ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტები (Federal Information Processing Standard, FIPS) — აქვს საკუთარი კოდები, რომელსაც იყენებს აშშ-ის ხელისუფლება და The World Factbook: ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტების ქვეყნების კოდების სია, ასევე იხ. ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტების რეგიონების კოდების სია.
- საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის სტანდარტები:
- E.164 — ქვეყნების 1-3 ციფრიანი საერთაშორისო სატელეფონო კოდები E.164: The international public telecommunication numbering plan: ქვეყნების სატელეფონო კოდების სია,
- E.212 — Mobile Country Code, მობილური/უსადენო სატელეფონო მისამართებისთვის,
- რადიოსადგურების ამოსაცნობი სიგნალის (საზღვაო, საჰაერო, სამოყვარულო რადიო, სამაუწყებლო რადიო და სხვა) პირველი რამდენიმე სიმბოლო განსაზღვრავს ქვეყანას: საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის პრეფიქსები,
- საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის ქვეყნების კოდების სია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის წევრი ქვეყნებისათვის,
- სამნიშნა ციფრული კოდები საზღვაო რადიოგადაცემებში ქვეყნების განსაზღვრისათვის, იხ. საზღვაო საიდენთიფიკაციო კოდები.
- ევროპის კავშირი:
- 2004 წელს ქვეყნების რაოდენობის გაზრდამდე ევროპის კავშირი იყენებდა საავტომობილო ნომრების ზემოთ აღნიშნულ კოდებს. დღეისათვის ევროპის კავშირი იყენებს ISO 3166-1-ს ორი გამონაკლისით EL (და არა GR) საბერძნეთისთვის, და UK (და არა GB) დიდი ბრიტანეთისათვის. [2]
- Nomenclature des unités territoriales statistiques (ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისათვის, NUTS) ძირითადად განსაზღვრავს ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციულ დაყოფას.
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO, International Civil Aviation Organization) იყენებს:
- საჰაერო ტრანსპორტის რეგისტრაციის პრეფიქსები,
- ეროვნული ასოების კოდები — ადგილმდებარეობის ინდიკატორები.
ISO 3166-ის შემმუშავებლები ვარაუდობენ, რომ ეს სტანდარტი მომავალში შეცვლის ყველა სხვა სტანდარტს.
ქვეყნის წარდგენა ასევე შეუძლიათ ქვემოთ მოყვანილ კოდებს:
- ISBN (International Standard Book Numbers) კოდის საწყისი ციფრები — ჯგუფური იდენთიფიკატორები ქვეყნებისათვის, ზონებისათვის და ენობრივი რეგიონებისათვის.
- კომპანია GS1-ის პრეფიქსების პირველი სამი ციფრი გამოიყენება პროდუქტების იდენთიფიკაციისთვის, მაგალითად, შტრიხკოდებში.