From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერბერტ ჩარლზ ბრაუნი (ინგლ. Herbert Charles Brown; დ. 22 მაისი, 1912 — გ. 19 დეკემბერი, 2004) — ამერიკელი ქიმიკოსი. 1979 წელს, ორგანობორანზე მუშაობით მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიაში.
ჰერბერტ ბრაუნი 1912 წლის 22 მაისს დაიბადა ებრაელი იმიგრანტების ოჯახში. მისი ოჯახი 1914 წლის ივნისს საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში.[27][28] ჩიკაგოში სწავლისას იგი შეხვდა სარა ბაილენს, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა. 1935 წელს სწავლა განაგრძო ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც ისწავლა ორი წლის განმავლობაში და 1936 წელს მიენიჭა ბაკალავრის წოდება. ამ წელს იგი გახდა ამერიკის კანონიერი მოქალაქე.[29] 1937 წლის 6 თებერვალს, ბრაუნმა იქორწინა ბაილენზე. კურსის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ, 1938 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტისგან მიიღო დოქტორის ხარისხი.
1939 წელს გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ინსტრუქტორი, ამ პოზიციაზე იგი 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი აკადემიური საქმიანობა ვეინის უნივერსიტეტში, ასისტენტ-პროფესორად განაგრძო. 1947 წელს პერდუის უნივერსიტეტში გახდა არაორგანული ქიმიის პროფესორი.[30] მას პროფესორ ემერიტუსის პოზიცია 1978 წლიდან, გარდაცვალებამდე, 2004 წლამდე ეკავა. პერდუის უნივერსიტეტში ქიმიის ლაბორატორიას, ბრაუნის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი და გვარი ეწოდა. იყო მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი.
1969 წელს დაჯილდოვდა მეცნიერების ეროვნული ჯილდოთი.
გარდაიცვალა 2004 წლის 19 დეკემბერს, ინდიანაში, გულის შეტევით. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2005 წლის 29 მაისს, 89 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.