ჰენრი და ჯუნი (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„ჰენრი და ჯუნი“ — ფილიპ კაუფმანის რეჟისორობით 1990 წელს გამოსული ამერიკული ბიოგრაფიული დრამა ცნობილი მწერლების, ჰენრი მილერისა და ანაის ნინის შესახებ. მთავარ როლებს ფრედ უორდი, უმა თურმანი და მარია დე მედეიროსი ასრულებენ. დაფუძნებულია 1986 წელს გამოცემულ ანაის ნინის სრულ დღიურზე. ფილიპ კაუფმანმა ჰენრის და ჯუნის“ სცენარი თავის ცოლთან, როუზთან ერთად დაწერა. ფილმი გვიყვება ნინის ურთიერთობაზე ჰენრი მილერთან და მის ცოლთან, ჯუნთან.
სწრაფი ფაქტები „ჰენრი და ჯუნი“, რეჟისორი ...
„ჰენრი და ჯუნი“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ფილიპ კაუფმანი |
პროდიუსერი | პიტერ კაუფმანი |
სცენარის ავტორი | ფილიპ კაუფმანი |
როლებში |
|
ოპერატორი | ფილიფ რუსლო |
მონტაჟი |
|
სტუდია | Walrus & Associates |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 136 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
შემოსავალი | 11.5 მილიონი აშშ დოლარი[2] |
დახურვა
„ჰენრი და ჯუნი“ ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. იგი ერთ-ერთია იმ NC-17 შეფასების მქონე სამ ფილმთაგან („გულით ველურნი“, 1990, რეჟ. დევიდ ლინჩი; „ოცნების რექვიემი“, 2000, რეჟ. დარენ არანოვსკი), რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო.