From Wikipedia, the free encyclopedia
უმა კარუნა თურმანი (Uma Karuna Thurman; დ. 29 აპრილი, 1970) — ამერიკელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. დღემდე შესრულებული აქვს როლები სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, როგორც რომანტიკული კომედიებში, ასევე დრამატულ და სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებსა და მძაფრსიუჟეტიან თრილერებში დამთავრებული. მის საუკეთესო ფილმებად ითვლება „სახიფათო კავშირები“ (1988), „მაკულატურა“ (1994), „გატაკა“ (1997) და ორი ფილმი სერიიდან „მოკალი ბილი“ (2003–04).
უმა თურმანი | |
---|---|
უმა თურმანი 2011 წელს | |
დაბადების სახელი | უმა კარუნა თურმანი |
დაბადების თარიღი |
29 აპრილი, 1970 ბოსტონი |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი |
აქტიური | 1987-დღემდე |
მეუღლე(ები) |
გერი ოლდმენი (1990-1992) ითან ჰოუკი (1998-2005) |
1980-იან წლებში პროფესიონალი მოდელის კარიერის შემდეგ 1988 წელს მსახიობობა დაიწყო. მის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო ბეატრიქს კიდოს როლი კვენტინ ტარანტინოს ფილმებში „მოკალი ბილი“. თურმანმა ამ ფილმში შეასრულა პატარძლის როლი, რომელიც შურს იძიებს მის ყოფილ შეყვარებულზე. ტარანტინომ ეს პერსონაჟი სპეციალურად თურმანისთვის შექმნა. ამ პერსონაჟის შექმნის იდეა ორთავეს ერთად მოუვიდათ „მაკულატურის“ გადაღების დროს. ფილმის გადაღება თურმანის ფეხმძიმობამ გაახანგრძლივა.გადაღება 9 თვეს გაგრძელდა და 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. თურმანმა ამ როლისთვის შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება და იაპონური ენა. „მოკალი ბილი“ საკულტო კლასიკად იქცა, კრიტიკოსებმა ის დადებითად შეაფასეს, თურმანმა კი პატარძლის როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1988 | ფ | ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი | The Adventures of Baron Munchausen | ქალღმერთი ვენერა |
1988 | ფ | სახიფათო კავშირები | Dangerous Liaisons | სესილ დე ვოლანჟი |
1994 | ფ | მაკულატურა | Pulp Fiction | მია უოლასი |
1997 | ფ | გატაკა | Gattaca | ირენ კასინი |
1999 | ფ | ტკბილი და საძაგელი | Sweet and Lowdown | ბლანში |
2003 | ფ | მოკალი ბილი, ტომი 1 | Kill Bill Volume 1 | პატარძალი |
2004 | ფ | მოკალი ბილი, ტომი 2 | Kill Bill Volume 2 | ბეატრიქს კიდო |
2013 | ფ | ნიმფომანი | Nymphomaniac | მისის ჰ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.