ოცნების რეკვიემი
From Wikipedia, the free encyclopedia
„ოცნების რეკვიემი“ (ინგლ. Requiem for a Dream) — ამერიკელი რეჟისორის, დარენ არონოფსკის 2000 წლის ფსიქოლოგიური დრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ ელენ ბიურსტინი, ჯარედ ლეტო და ჯენიფერ კონელი.[3] გადაღებულია 1978 წლის ჰუბერტ სელბი უმცროსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
„ოცნების რეკვიემი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | დარენ არონოფსკი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ნაწარმოები | „ოცნების რეკვიემი“ — ჰუბერტ სელბი უმცროსი |
როლებში | |
კომპოზიტორი | კლინტ მენსელი |
ოპერატორი | მეთიუ ლიბატიკი |
გამოსვლის თარიღი | |
ხანგრძლივობა | 101 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 4.5 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 7.4 მილიონი აშშ დოლარი[2] |
ფილმში მოთხრობილია ოთხი ნარკოდამოკიდებული ადამიანის ისტორია. დამოკიდებულების გამო ისინი სასოწარკვეთით სავსე ილუზიების სამყაროს ტყვეები ხდებიან. ხოლო ფილმის ბოლოს, როცა პერსონაჟები გამოდიან ილუზიების სამყაროდან და რეალობას თვალს უსწორებენ, მათი პიროვნებები დაცარიელებული და განდგურებულია.[4] ფილმი ასახავს, თუ როგორ გავლენას ახდენს ნარკოტიკების მოხმარება პიროვნების როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობასა და აზროვნებაზე.
ფილმის პრემიერა შედგა 2000 წლის 14 მაისს კანის 53-ე კინოფესტივალზე[5], ხოლო 13 სექტემბერს — ტორონტოს 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ელენ ბიურსტინი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.