From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ ჰაბაში (არაბ. جورج حبش, ფრანგ. George Habash, პარტიული მეტსახელი ალ -ჰაქიმი — მოსამართლე. 2 აგვისტო, 1926 - 26 იანვარი, 2008) —პალესტინის „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე რადიკალური ლიდერი, პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მეთაური.[1][2][3]
ჯორჯ ჰაბაში جورج حبش | |
---|---|
ჯორჯ ჰაბაში - 1979 წ. | |
დაბადების თარიღი |
2 აგვისტო, 1926 ლოდი, პალესტინის სამანდატო ტერიტორია, ამჟამად ისრაელი |
გარდაცვალების თარიღი |
26 იანვარი, 2008 (81 წლის) ამანი, იორდანია |
მოქალაქეობა |
პალესტინის სახელმწიფო პალესტინის სამანდატო ტერიტორია |
განათლება | ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი |
პროფესია | ექიმი, პოლიტიკოსი |
პარტია |
პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტი არაბთა ნაციონალისტური მოძრაობა |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
დაიბადა მართლმადიდებლურ ოჯახში. 1948 წელს, 1948-1949 წლების არაბ-ისრაელის (პალესტინის ომი (1947-1949)) ომის დროს, მან დატოვა მშობლიური ქალაქი ლიდა (ლოდი), რომელიც ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა.
ჰაბაში ემიგრაციაში წავიდა ლიბანში, სადაც 1951 წელს დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აიღო პედიატრის დიპლომი. შემდეგ ის გადავიდა იორდანიაში, სადაც მუშაობდა სპეციალობით პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებში. 1967 წელს მუსტაფა აზ-ზუბრსა და ვადეი ჰადადთან ერთად დააარსა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი რომელსაც ხელმძღვანელობდა 2000 წლამდე.
1960 -იან და 1970 -იან წლებში მან მოაწყო არაერთი ტერაქტი — თვითმფრინავების გატაცების სახით. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების გამახვილება "პალესტინის ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაზე". როგორც წესი, ტერორისტები ისრაელისგან ითხოვდნენ მძევლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. 30 -ზე მეტი ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მიერ ორგანიზებული თავდასხმების დროს. 1970 წელს ჯორჯ ჰაბაში გააძევეს იორდანიიდან შავი სექტემბრის შეტაკებებში სახალხო ფრონტის მიერ შესრულებული მთავარი როლის გამო.[4] [5]
1990 -იანი წლების ბოლოს ხაბაშის ჯანმრთელობა გაუარესდა, რის გამოც 2000 წელს მან დატოვა გენერალური მდივნის პოსტი.
ჯორჯ ჰაბაში გარდაიცვალა 2008 წლის 26 იანვარს, 81 წლის ასაკში, გულის შეტევით, იორდანიაში, ამანის საავადმყოფოში, სადაც კიბოს დიაგნოზით გადიოდა მკურნალობის კურსს.[6]
მისი გარდაცვალების შემდეგ, პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (PNA) სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დროშები დაუშვეს , ხოლო რამალაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის რეზიდენციაში სამგლოვიარო კარავი გაშალეს.
მისი გარდაცვალების შემდეგ, პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ჯორჯ ჰაბაში იყო „მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის“ და „ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი მისგან“ . ამერიკის შეერთებულ შტატებში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებამ, რომ "ჰაბაში იყო დიდი ლიდერი" მკვეთრად გააკრიტიკა აშშ -ს პალატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ტომ ლანტოსმა:
”მე გაოგნებული ვარ პალესტინის ხელისუფლების მუდმივი წარმომადგენლის ქცევით ამერიკის შეერთებულ შტატებში,” — თქვა ლანტოსმა— ”როგორი უგუნური და გაბედული უნდა იყო, რომ ამერიკელები მიიწვიო თანაგრძნობის გამოსახატად ისეთი სისხლიანი ბოროტმოქმედის გარდაცვალების გამო, როგორიც ჰაბაშია!”
რუმინული დაზვერვის Securitate-ს ყოფილმა უფროსმა, გენერალმა იონ პაცეპამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა 1978 წელს და კარგად იცოდა ჰაბაშის კავშირების შესახებ საბჭოთა კავშირის დაზვერვის ხელმძღვანელობასთან, თავის მოგონებებში ჰაბაშს „მარიონეტი და ლუბიანკას კლიენტი“ უწოდა.
ჟურნალ Times- ის თანახმად, ჰაბაში იყო "ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმის ნათლია".[7][8]
ისრაელში ჯორჯ ჰაბაშს უწოდებდნენ "წითელ ექიმს" პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის წევრების მიერ ისრაელის მოქალაქეების მკვლელობების გამო. მიუხედავად ამისა, ჰაბაშის ძმისშვილი, მსახიობი ჯორჯ იბრაჰიმი (იგივე ჯორჯ ჰაბაში. მან შეიცვალა გვარი, რათა თავიდან აეცილებინა ტერორისტ ბიძასთან კავშირი), 70 -იან წლებში ისრაელის ტელევიზიით არაბულ საბავშვო გადაცემას უძღვებოდა.
„„ ერთი ებრაელის მკვლელობა ბრძოლის ველის გარეთ უფრო ეფექტურია, ვიდრე ბრძოლაში ასობით ებრაელის სიკვდილი, რადგან მას უფრო მეტი ყურადღება ექცევა.““ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.