ჯონ კიტსი (ინგლ. John Keats; დ. 31 ოქტომბერი, 1795, ლონდონი, ინგლისი — გ. 23 თებერვალი, 1821, რომი) — ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი.

სწრაფი ფაქტები ჯონ კიტსი, დაბადების თარიღი ...
ჯონ კიტსი
Thumb
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1795(1795-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი მურგეიტი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო ან ლონდონი[9]
გარდაცვალების თარიღი 23 თებერვალი, 1821(1821-02-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (25 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი[10]
დასაფლავებულია პროტესტანტული სასაფლაო[11] და Grave of John Keats
საქმიანობა პოეტი[12] [8] , judge-rapporteur, ექიმი[13] [14] და მწერალი[15]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი
მეუღლე
ხელმოწერა Thumb
დახურვა

ბიოგრაფია

დაიბადა შეძლებული ლონდონელი მოქალაქის ოჯახში. 8 წლის ასაკში, მამამისი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ხოლო 14 წლისას დედაც გარდაეცვალა. სწორედ დედისგან მიიღო მომავალმა პოეტმა მძიმე მემკვიდრეობად ჭლექი, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა. პატარა ჯონი ენფილდში, კლარკის სკოლაში სწავლისას, თავდაპირველად თითქოს არაფრით გამოირჩეოდა თანატოლებისგან. 1810 წელს ჯონ კიტსი მეურვემ სკოლიდან გამოიყვანა და ქირურგს მიაბარა შეგირდად. 1815 წელს ჯონმა გაისს საავადმყოფოს სასწავლებელში განაგრძო სწავლა, მომდევნო წელს კი გამოცდებიც ჩააბარა და ექიმის წოდება მიენიჭა, თუმცა ექიმად არასოდეს უმუშავია – მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე პოეზიას მიუძღვნა.

პოეტობის სურვილი ჯონ კიტსს სპენსერის „ფერიების დედოფალის“ წაკითხვამ აღუძრა. პირველი ლექსი კიტსმა 1814 წელს დაწერა, რომლის სათაურია „an imitation of Spenser“.

ჯონ კიტსი თავისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს „უზრუნველს“ უწოდებდა და სავსებით იზიარებდა იმ შენიშვნას, რომ მისი ზოგიერთი ნაწარმოები მეტისმეტად დამტკბარი იყო.

ჯონ კიტსის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია ჯონ მილტონმა შექსპირმა ჯონ დრაიდენმა ჯონ დონმა და ედმუნდ სპენსერმა. 1818 წლის ზაფხული კიტსმა თავის მეგობარ ჩარლზ ბრაუნთან ერთად შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გაატარა. იქაური ბუნებით მოხიბლულმა პოეტმა ამ ქვეყნების ულამაზესი პეიზაჟები შემდგომ „ენდიმიონში“ გააცოცხლა. შოტლანდიაში მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილებები კიტსმა შესანიშნავად გამოხატა ლექსებში „ბერნსის საფლავის მონახულების გამო“ და „მთებში დაწერილი სტროფები ბერნსის სამშობლოს ხილვის შემდეგ“.

შემოქმედება

1818-1819 წლების მიჯნაზე, ზამთარში, კიტსი უმთავრესად პოემა „ჰიპერიონზე“ მუშაობდა. 1819 წელსვე დაწერა პოემა „წმ. მარკოზის დღესასწაულის წინ“, ამასთან დაასრულა ძველებურ მითზე აგებული პოემა „ლამია“, რომელშიც გადმოცემულია კონფლიქტი ილუზოლურ სილამაზესა და ცხოვრებისეულ სინამდვილეს შორის.

1820 წლის ივლისში გამოქვეყნდა ჯონ კიტსის მეორე კრებული, რომელშიაც შევიდა მისი თითქმის ყველა საუკეთესო ნაწარმოები. კიტსის სხვა თხზულებებიდან გამოირჩევა პოემები „ჰიპერიონი“ (1818-19), „ლამია“ (1819). „წმინდა აგნესის წინა დღე“ (1820), ოდები „ოდა ბულბულს“, „ოდა შემოდგომას“ (ორივე 1820) და სხვ. კიტსის მხატვრულმა ძიებებმა დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობათა ბევრი პოეტის შემოქმედებაზე. შელიმ კიტსის ხსოვნას მიუძღვნა ელეგია „ადონაისი“(1891). კიტსის ლექსების პატარა კრებული ჩარლზ და ჯეიმზ ოლიერებმა გამოსცეს და ჯონი ლონდონიდან გაემგზავრა, რათა „ელნდიონის“ ჩაჯდომოდა, „ენდიმიონი“ 1818 წელს დაიბეჭდა, იმავე წელს დაიწერა „იზაბელა“.

კიტსი, რომელიც გრძნობდა, რომ ინგლისის სუსხიან ზამთარს ვეღარ გადაიტანდა, იტალიაში გაემგზავრა თავის მხატვარ ჯოზეფ სევერნთან ერთად. პოეტმა უარყო შელის წინადადება, რომ პიზაში სწვეოდა და იქ მასთან დაბინავებულიყო. კიტსი რომში დაბინავდა, სადაც 1821 წლის 23თებერვალს გარდაიცვალა.[16]

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.