From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ დოლმაიანი (სომხ. Ճոն Տոլմայեան; დ. 15 ივლისი, 1973 წელი, ბეირუთი, ლიბანი) — სომეხი-ამერიკელი დრამერი და კომპოზიტორი. ის იყო ჯგუფების System of a Down და Scars on Broadway დრამერი. დოლმაიანი შეყვანილია Loudwire-ის ,,ყველა დროის ტოპ 200 მძიმე როკ + მეტალის დრამერის" სიაში.[1]
ჯონ დოლმაიანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 15 ივლისი, 1973 |
დაბ. ადგილი | ბეირუთი, ლიბანი |
წარმოშობა | სომხები |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | დრამერი და კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | დრამი |
აქტიური | 1997–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Interscope, Serjical Strike, American, Columbia, Axis of Justice |
საიტი | systemofadown.com |
ჯონ დოლმაიანი ვიკისაწყობში |
ჯონ დოლმაიანი დაიბადა ბეირუთში, ლიბანი, სომეხი მშობლების ოჯახში.[2][3] ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, მისი ოჯახი გადავიდა კალიფორნიაში.[4]
ჯონ დოლმაიანი დრამით პირველად ორი წლის ასაკში დაინტერესდა.[5] მან დრამზე დაკვრა ჩანაწერებით ისწავლა და დღეში საათობით ვარჯიშობდა. დოლმაიანი არის The Who-ის ფანი და ამ ჯგუფის დრამერი, ქეით მუნი წარმოადგენს მისი ინსპირაციის წყაროს. სხვა დრამერები, რომლებმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინეს იყვნენ: ლედ ზეპელინის ჯონ ბონემი, სტიუარტ კოპელენდი და ნილ პიარტსი.
ჯონ დოლმაიანი შეუერთდა System of a Down-ს 1997 წელს მას შემდეგ, რაც მათმა დრამერმა, ონტრონიკ "ენდი" ხაჩატურიანმა ჯგუფი დატოვა ხელის დაზიანების გამო.[6] დოლმაიანმა ჩაწერა ხუთი ალბომი ჯგუფთან ერთად. ესენია: System of a Down: System of a Down (1998), Toxicity (2001), Steal This Album! (2002), Mezmerize (2005) და Hypnotize (2005).[7]
დოლმაიანი დასახელდა 2006 წელს DRUM! Magazine-ის მიერ წლის დრამერად და იყო ჟურნალის მარტის გამოცემაში.[8]
მას შემდეგ, რაც System of a Down 2006-ში დროებით დაიშალა, დოლმაიანი დარონ მალაქიანთან ერთად (System of a Down– ის გიტარისტი/ვოკალისტი) ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი სახელწოდებით Scars on Broadway. მათ დაწერეს მათი სადებიუტო ალბომი 2007 და 2008 წლებში.[9] ალბომი გამოვიდა 2008 წლის ზაფხულში, თუმცა ალბომის ტური მოულოდნელად გაუქმდა 2008 წლის ოქტომბერში.[10]
2010 წლის 29 ივლისს Scars on Broadway-მ გამოუშვა ახალი ჩანაწერი, სახელწოდებით "Fucking".[11][12]
2018 წელს მოხდა ჯგუფის რეფორმირება, თუმცა ამ დროისთვის დოლმაიანი ჯგუფში აღარ იმყოფებოდა.[13]
დოლმაიანმა დაუკრა Killing Joke–ის 2003 წლის ამავე სახელწოდების ალბომში[14] (თუმცა, დოლმაიანის მიერ შესრულებული ტრეკი ალბომში ვერ მოხვდა), ასევე Scum of the Earth-ის 2004 წლის სადებიუტო ალბომში, Blah...Blah...Blah...Love Songs for the New Millennium. მან ასევე დაუკრა დრამი „Axis of Justice“-ის საკონცერტო ტურნეზე.
2009 წლის ივნისში დოლმაიანმა შექმნა ახალი როკ-ჯგუფი სახელწოდებით Indicator ტომ კაპოზელასთან, რაიან ჰუბერთან და რაიან მერფისთან ერთად.[15] ჯგუფმა დაწერა 10-12 სიმღერა, თუმცა ოფიციალურად ისინი არ გამოსულა (აკუსტიკური დემოების გარდა).[16]
ჯონ დოლმაიანი დაქორწინებულია დიანა დოლმაიანზე, რომელიც არის სერჟ ტანკიანის ცოლის, ანჟელას და.
დოლმაიანი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია და სოციალური მედიის საშუალებით ღიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას.[17] დოლმაიანი ფლობს კომიქსების მაღაზიას (Torpedo Comics) ლას-ვეგასსა და ნევადაში.[18]
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.