From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფრი ლინ გოლდბლუმი (ინგლ. Jeffrey Lynn Goldblum, /ˈɡoʊldbluːm/; დ. 22 ოქტომბერი, 1952) — ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი. მონაწილეობა აქვს მიღებული მისი დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში: „იურული პარკი“ (1993) და „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), ისევე როგორც სიკველებში: „დაკარგული სამყარო: იურული პარკი (1997), „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018)[2] და „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“ (2016).
ჯეფ გოლდბლუმი | |
---|---|
გოლდბლუმი San Diego Comic-Con-ის ფესტივალზე 2017 წელს | |
მშობლიური სახელი | Jeff Goldblum |
დაბადების თარიღი |
22 ოქტომბერი, 1952 პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მუსიკოსი |
აქტიური | 1974-დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 2 |
ჯეფ გოლდბლუმი დაიბადა უესტ-ჰომსტედში, პენსილვანიაში, რუსი და ავსტრიელი ამიგრანტების ოჯახში.[3][4] დედამისი, შირლი, რადიოწამყვანი იყო, ხოლო მამამისი, ჰაროლდი კი ექიმი.[5][6] როდესაც გოლდბლუმს 17 წელი შეუსრულდა, სამსახიობო კარიერის დასაწყებად გადავიდა ნიუ-იორკში. მისი დებიუტი შედგა ბროდვეის მიუზიკლში „ორი ვერონელი აზნაური“, ხოლო 1974 წელს გადაიღეს ფილმში „სიკვდილის სურვილი“.
მისი ადრეული ფილმებია: „სხეულის გამტაცებელთა შემოჭრა“ (1978), „დიდი იმედგაცრუება“ (1983), „ღამეში“ (1985). იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დეივიდ კრონენბერგის ფილში „ბუზი“ მონაწილეობით, რისთვისაც გადაეცა სატურნის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი.
გოლდბლუმს, აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფილმებში: „აყლაყუდა“ (1989), „პუდრი“ (1995), „ეგვიპტის პრინცი“ (1998), „კატები ძაღლების წინააღმდეგ“ (2001), „იგბი დაბლა მიექანება“ (2002), „ცხოვრება წყალქვეშ“ (2004), „გაცოცხლებული ადამი“ (2008), „უიქენდი პარიზში“ (2013), „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ (2014) და „თორი: რაგნაროკი“ (2017).[7] იგი, აგრეთვე გამოჩნდა რამდენიმე ტელესერიალში, მათ შორის ტელესერიალის „კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვა“ მეცხრე და მეათე სეზონებში[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.