From Wikipedia, the free encyclopedia
ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ იბნ ასად იბნ აბდულ უზა იბნ კილაბ ალ-ყურაშია ალ-ასადია (არაბ. خديجة بنت خويلد; 555—619, მექა)[1] — წინასწარმეტყველ მუჰამედის პირველი და გარდაცვალებამდე ერთადერთი ცოლი, მუჰამედმა სხვა ცოლები მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეირთო. ორჯერ დაქვრივებული, მდიდარი (მან სიმდიდრე მეორე გარდაცვლილი ქმრისგან მიიღო), ჭკვიანი, მაღალი, ლამაზი ქალი. მას შესანიშნავი ხასიათი ჰქონდა. ხადიჯას გარდაცვალების შემდეგ, მუჰამედის გულში ვერავინ დაიმკვიდრა მისი ადგილი.
„ერთ დროს ამქვეყნად საუკეთესო ქალი მარიამი იყო, იმრანის ქალიშვილი, ხოლო ამ საზოგადოების საუკეთესო ქალი ხადიჯაა.“ | |
(საჰიჰ ალ-ბუხარი, წიგნი. 62, თავი. 1073, №1365(3432)) |
მუჰამედამდე ხადიჯა ორჯერ იყო დაქორწინებული. იგი გაათხოვა მამამ —ხუვეილიდ იბნ ასადმა. მისი პირველი ქმარი გახლდათ უსაიკ იბნ აბიდი. პირველ ქორწინებაში ხადიჯას შეეძინა ვაჟი აბდალაჰი და ქალიშვილი ჯარია. მისი მეორე ქმარი იყო აბუ ჰალა იბნ მალიქი ბანუ უსაიდის გვარიდან. ხადიჯას შეეძინა ვაჟი, ჰინდ იბნ აბუ ჰალა და ქალიშვილი, ზაინაბ ბინთ აბუ ჰალა. ის ყოველთვის ეხმარებოდა ახლობლებს, გაჭირვებულებს, ასევე ეხმარებოდა მათ, ვისაც ქორწილების გამართვის საშუალება არ ჰქონდათ. ხადიჯას თხოულობდნენ არაბეთის ნახევარკუნძულის არაბული ელიტის საპატიო წარმომადგენლები, მაგრამ იგი ყველას უარით ისტუმრებდა.
გამორჩეული თვისებების გამო ხადიჯას შეარქვეს:
ხადიჯა იყო კურაიშების ტომის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი და მდიდარი ქალი. [2]იგი ძალიან წარმატებული ვაჭარი გახლდათ.[3] თავად არ დაჰყვებოდა ქარავნებს. გარკვეულ თანხას აძლევდა ვაჭრებს, რომლებიც საკომისიოს სანაცვლოდ ვაჭრობდნენ მისი სახელით. 595 წელს ხადიჯა ეძებდა პიროვნებას სირიაში გარიგების საწარმოებლად. გაიგო, რომ მუჰამედ იბნ აბდულა კეთილსინდისიერი და სანდო პიროვნება გახლდათ. ხადიჯამ იგი აირჩია და ანდო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ჩვეულებრივ სხვებს აძლევდა.[4]
მუჰამედი გაემგზავრა სირიაში ხადიჯას მსახურ მაისარასთან ერთად. წარმატებულმა ვაჭრობამ მას დიდი მოგება მოუტანა. სირიიდან დაბრუნებულმა ხადიჯას გადასცა მინდობილი სახსრები დიდ მოგებასთან ერთად. მაისარამ ხადიჯას მოახსენა მუჰამედის დადებითი თვისებების შესახებ (ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მსახურმა აგრეთვე უამბო ზოგიერთი სასწაულის შესახებ, რომლის მომსწრეც თავად გახდა, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ იცავდა მუჰამედს ორი ანგელოზი მცხუნვარე მზისგან).
ხადიჯას მუჰამედის მიმართ ამაღელვებელი გრძნობები გაუჩნდა. ქალი თვლიდა, რომ მუჰამედი ყველასგან განსხვავდებოდა, თუმცა ეჭვი ეპარებოდა, თანახმა იქნებოდა თუ არა ერთგული, ახალგაზრდა კაცი იგი ცოლად შეერთო, ვინაიდან იმ დროისთვის ხადიჯა უკვე ორმოცი წლის გახლდათ.[5]
ქორწინების შესახებ წინასწარმეტყველს ხადიჯას მეგობარი ნაფისა ბინთ მუნაბიხი დაელაპარაკა. მუჰამედმა თანხმობა განაცხადა და თავისი განზრახვის შესახებ უამბო მამის ძმებს. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ხადიჯა მამამ, ხუვეილიდ იბნ ასადმა დააქორწინა მუჰამედზე. სხვა წყაროს მიხედვით, იგი ბიძამ ამრ იბნ ასადმა გაათხოვა [წყარო არ არის მითითებული]. ნიშნობის ცერემონია გაიმართა ჰაშიმიდების წარმომადგენლებისა და კურაიშების ტომის უხუცესების თანდასწრებით. ხადიჯას საქორწილო საჩუქარი გახლდათ ოცი ახალგაზრდა აქლემი.[6][7][8]
ცერემონიის შემდეგ აქლემები დაკლეს და ხორცი ღარიბებს დაურიგეს. ხადიჯას სახლი ნათესავებისა და მეგობრებისთვის გაიღო. სტუმრებს შორის იყო მუჰამედის დედობილი ჰალიმა ას-სადია. დიდსულოვანმა პატარძალმა მუჰამედის აღმზრდელი ორმოცი ცხვრით დაასაჩუქრა. ქორწილი ორი თვის შემდეგ გადაიხადეს, როდესაც მუჰამედი სირიიდან დაბრუნდა. ამ დროს წინასწარმეტყველი ოცდახუთი წლის იყო, უმეტესი წყაროების თანახმად, ხადიჯა — ორმოცის.[9][10]
მუჰამედის ქორწინება ხადიჯასთან არის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მის ცხოვრებაში წინასწარმეტყველური მისიის დაწყებამდე. წინასწარმეტყველის დამოკიდებულება მეუღლისადმი არ იყო მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობა. ეს იყო განსხვავებულად ამაღლებული ორივე მხრიდან. ხადიჯამ დიდი მხარდაჭერა გაუწია მუჰამედს. მას არასოდეს შეპარვია ეჭვი იმის ჭეშმარიტებაში, რასაც ქმარი ქადაგებდა. ქალს ღრმად სწამდა მუჰამედის ღვთაებრივი მისიისა და მთელი სიცოცხლე მის იდეებს იცავდა.[11]
წყვილს ექვსი შვილი შეეძინა:
ვაჟები ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ. გოგონებმა მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის დასაწყისში მიიღეს ისლამი და გადავიდნენ მექადან მედინაში, თუმცა მხოლოდ ფატიმა იყო მამის სიკვდილის მომსწრე. დანარჩენები გარდაიცვალნენ წინასწარმეტყველის სიკვდილამდე.
მუჰამედისთვის ხადიჯა პირველი ცოლი იყო, რომლის სიცოცხლეში მას სხვა ცოლები არ ჰყოლია. ჰადისების მიხედვით, ხადიჯა იყო პირველი, ვინც მას დაუჯერა (ანუ ის გახდა პირველი, ვინც მიიღო ისლამი) და ყოველთვის მხარს უჭერდა მას. მისი გარდაცვალების წელს ეწოდება "სევდის წელი" (მუჰამედის ბიძაც იმავე წელს გარდაიცვალა). ჰადისებში აღწერილიდან შეიძლება აღინიშნოს, რომ წინასწარმეტყველი მეუღლის მიმართ ძლიერ სიყვარულს განიცდიდა როგორც სიცოცხლის პერიოდში, ასევე სიკვდილის შემდეგ. მუჰამედს ყოველთვის ახსოვდა პირველი მეუღლე. ცხვრის დაკვლისას, ხორცის ნაწილს ხადიჯას მეგობრებს უგზავნიდა ხოლმე, მათ შორის, ნაფისა ბინთ მუნაბიჰს.
გარდა ამისა, მუჰამედი აცხადებდა, რომ ისას (იესო) მისიის საუკეთესო ქალი გახლდათ მარიამ ბინთ იმრანი (მარიამ იმრანის ასული, იესოს დედა), ხოლო მისი მისიის საუკეთესო ქალი — ხადიჯა ბინთ ხუვაილიდი.
აიშა ბინთ აბუ ბაქრი ამბობდა, რომ წინასწარმეტყველის ცოლებიდან მხოლოდ ხადიჯაზე ეჭვიანობდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო.
არაბებმა პატივისცემის ნიშნადს ხადიჯას „ისლამის დედა“ შეარქვეს.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.