დაბა საქართველოში, თბილისის ვაკის რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი From Wikipedia, the free encyclopedia
წყნეთი — დაბა თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში. წყნეთის ცენტრში მდებარეობს მაღაზიები, კაფეები, საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე დასასვენებელი სკვერი.
დაბა | |
---|---|
წყნეთი | |
წყნეთი ზამთარში | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | ვაკე |
კოორდინატები | 41°41′39″ ჩ. გ. 44°41′39″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 |
ცენტრის სიმაღლე | 950 მ |
მოსახლეობა | 7166[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 32 |
მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ-ზე, მანგლისის საავტომობილო გზაზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, რაქიტი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი მაისი-ნოემბერი. აქ იცის თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 °C), და რბილი ზამთარი.
წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე ცნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია XVII-XIX სს სამი მცირე ეკლესია. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ბავშვთა სანატორიუმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.