From Wikipedia, the free encyclopedia
წოდორეთი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ქედზე, მდინარე წოდორეთისწყლის (დიღმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე.[2] თბილისიდან 7 კილომეტრში.
სოფელი | |
---|---|
წოდორეთი | |
წოდორეთის ტბა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლისი |
კოორდინატები | 41°45′38″ ჩ. გ. 44°39′19″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 323[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 80,5 % ქართველები 19,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
წოდორეთი კლიმატური კურორტია. ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი, ზაფხული — თბილი, მშრალი. ნალექები 660 მმ წელიწადში. მცენარეულობიდან ჭარბობს ფოთლოვანი ტყე და ბუჩქები.[2]
დასახლებიდან დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს წოდორეთის ტბა, რომელიც თითქმის დამშრალია.
პირველად წოდორეთი 1625 წელს იხსენიება. ეს არის პერიოდი, როცა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთი) სპარსეთი ბატონობდა, ქართველი ხალხი კი თავისუფლებისთვის იბრძოდა. წოდორეთი იხსენიება მაშინ, როდესაც სპარსელებმა თბილისი ააოხრეს და გაძარცვეს. ისტორიკოსის ცნობით თბილისიდან მიმავალ სპარსელებს გიორგი სააკაძე სოფელ წოდორეთთან დაწევია და მტრის ლაშქარი გაუნადგურებია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 323 ადამიანი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.