From Wikipedia, the free encyclopedia
ძიაოწუო (ჩინ.: 焦作, ფინინი: Jiāozuò [tɕjáu.tswô]; საფოსტო: Tsiaotso) — საოლქო დონის ქალაქი ხენანის პროვინციის ჩრდოლო-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ის მდებარეობს ხუანხეს (ყვითელი მდინარე) ჩრდილოეთ სანაპიროზე. ქალაქს ესაზღვრება პროვინციის დედაქალაქი, ჭენჭოუ სამხრეთით, სინსიანი აღმოსავლეთით, ძიიუანი დასავლეთით, ლოიანი მსახრეთ-დასავლეთით და შანსის პროვინცია ჩრდილოეთით. ძიაოწუო ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქია ცენტრალური დაბლობების ურბანულ აგლომერაციაში და ის ასევე არის რეგიონული ცენტრი შანსისა და ხენანის სასაზღვრო ზოლზე.[2]
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ძიაოწუო 焦作市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ხენანი |
შიდა დაყოფა | Q13783876?, Zhongzhan District, Macun District, Shanyang District, Xiuwu County, Bo'ai County, Wuzhi County, Wen County, Qinyang და Mengzhou |
კოორდინატები | 35°12′57″ ჩ. გ. 113°14′31″ ა. გ. |
ფართობი | 4000,9 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 139 მეტრი |
მოსახლეობა | 3 590 700[1] კაცი (2018) |
სიმჭიდროვე | 897 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0391 |
საფოსტო ინდექსი | 454150 |
საავტომობილო კოდი | 豫H |
ოფიციალური საიტი | jiaozuo.gov.cn |
ქალაქის მოსახლეობამ 2018 წელს 3 590 700 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 1 424 500 ადამიანი 4 ურბანულ რაიონში: ძიეფანგში, შანიანგში, ჭონგჭანსა და მაცუნში, ასევე პოაის ოლქში ცხოვრობს.[1]
საოლქო დონის ქალაქი 4 რაიონად, 2 სამაზრო ქალაქად და 4 მაზრად იყოფა.
ძიაოწუო მდებარეობს ხუანხეს (ყვითელი მდინარე) მიმდებარედ, თაიხანგის მთის სამხრეთით.
ძიაოწუოს საოლქო დონის ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში თაიხანგის მთების სამხრეთი მთისწინეთია, სადაც დაახლოებით 1300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ხრეშიანი ნიადაგია. ამ ტერიტორიის გეოლოგია სტაბილურია. ძიაოწუოში არსებობს მაღაროები, წყლის რესურსები, სატრანსპორტო არტერიები, ქალაქები და მცირე ზომის დასახლებები. ნიადაგი იმდენად გამძლეა, რომ შესაძლებელია მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა.
შანიანგის რაიონში მდებარეობს ფენგშანგჭენის მთა, რომელიც ადგილობრივთათვის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ადგილია. მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილებია: იუნთაის მთა, ცინგ თიანის მდინარე, ცინგ ლონგის კონცხი, შენ ნონგის მთა, ფენგ ლინგის კონცხი. მთა იუნთაიზე არსებობს ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 214 მეტრს შეადგენს და რამდენიმე მცირე ზომის კასკადს მოიცავს.
2004 წლის 13 თებერვალს იუნთაის მთა იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში შევიდა (ამით ის მსოფლიოში მეხუთე, ჩინეთში კი მესამე გახდა).
ძიაოწუოსათვის დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოს ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk). ქალაქში ოთხი მკვეთრად გამოყოფილი სეზონია. ტაიხანგის მთების არსებობის ქამო, ძიაოწუოს ცენტრალურ ნაწილში ტემპერატურა შედარებით მაღალია ვიდრე მეზობელ სინსიანგსა და ჭენგჭოუშია. ზამთარი გრილი და ძირითადად მშრალია. ზაფხული ცხელი და წელიწადის ამ პერიოდში ხშირად წვიმს. თვის საშუალო ტემპერატურა 1.3 °C-დან (იანვარი) 27.7 °C-მდე (ივლისი) იზრდება. ნალექების საშუალო რაოდენობა წლიურად 552 მილიმეტრს შეადგენს.
ჰავის მონაცემები — ძიაოწუო (1981–2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 6.0 | 9.5 | 15.1 | 22.4 | 27.8 | 32.3 | 32.1 | 30.8 | 27.2 | 22.0 | 14.4 | 8.0 | 20.6 |
საშუალო დღიური °C | 1.3 | 4.6 | 9.8 | 16.9 | 22.3 | 26.8 | 27.7 | 26.5 | 22.2 | 16.6 | 9.3 | 3.3 | 15.6 |
საშუალო დაბალი °C | −2.7 | 0.3 | 5.0 | 11.5 | 16.8 | 21.4 | 23.7 | 22.7 | 17.7 | 11.7 | 4.7 | −0.7 | 11.0 |
საშუალო ნალექი (მმ) | 7.5 | 10.6 | 22.3 | 23.6 | 50.4 | 65.1 | 137.4 | 112.6 | 60.8 | 34.0 | 20.1 | 7.2 | 551.6 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 55 | 55 | 55 | 56 | 59 | 59 | 74 | 76 | 71 | 64 | 60 | 56 | 62 |
წყარო: China Meteorological Administration[3] |
ძიაოწუო ცნობილია ღუმელებისა და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიებით.
2017 წელს ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 234,28 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7,4 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 65 936 იუანს შეადგენს.[4]
ძიაოწუო ძიაოწუოსა და ლიოუჭოუს დამაკავშირებელი რკინიგზის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე წერტილია. ის ასევე არის თაიიუენისა და ძოაიწუოს მარშრუტის ყველაზე სამხრეთით არსებული ტერმინალი. რკინიგზის საშუალებით ქალაქი დაკავშირებულია მახლობელ დასახლებულ პუნქტებთან: ამავე პროვინციაში (ხენანი) მდებარე ლოიანთან, სინსიანგთან, ნანიანგთან, და შანსის პროვინციაში მდებარე ძინჩენგთან.
ხენნანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი,[5] რომელსაც დაახლოებით 100 წლიანი ისტორია აქვს ჩინეთის ტერიტორიაზე პირველი უნივერსიტეტია მომპოვებელი საწარმოების შესახებ. წარსულში ის ცნობილი იყო, როგორც ძიაოწუოს ნახშირის მომპოვებელი უნივერსიტეტი. ის თავდაპირველად, 1909 წელს ბრიტანული სინდიკატის მიერ დაარსდა. მისი სახელი მრავალჯერ შეიცვალა: ფუჭონგის ნახშირის მოპოვების უნივერსიტეტი, ძიაოწუოს ტექნოლოგიის კერძო ინსტიტუტი, ჩრდილო-დასავლეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ძიაოწუოს ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, ძიაოწუოს მომპოვებელი ინსტიტუტი და ძიაოწუოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 2004 წლიდან დაწესებულება ფუნქციონირებს როგორც ხენანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.