![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Acipenser_ruthenus_Prague_Vltava_1.jpg/640px-Acipenser_ruthenus_Prague_Vltava_1.jpg&w=640&q=50)
ცქვრინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცქვრინი (ლათ. Acipenser ruthenus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 125 სმ, ხოლო მასა 16 კგ აღწევს. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. 2 რასა — ევროპული და ციმბირული: ცნობილია ნახევრადგამსვლელი ფორმები (კასპიის ზღვა). ქვირითს ყრის გაზაფხულზე კენჭნარ და ქვიან გრუნტზე. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-7 წლისა, ხოლო დედალი — 5-12 წლისა. ნაყოფიერება 4-იდან 137 ათას ქვირითამდე. სიცოცხლის ხანგრძლივობა 22 წელია. ცქვრინი მეტწილად იკვებება მწერების მატლით. ზამთარში ჩვეულებრივ ჩაწოლილია ორმოში. ძვირფასი სარეწაო თევზია.
![]() |
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქრცვინი. |
სწრაფი ფაქტები ცქვრინი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ცქვრინი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser ruthenus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Endangered : 227 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() შემორჩენილი ამომწყდარი | |||||||||||||||
|
დახურვა