ზუთხისებრნი (ლათ. Acipenseridae) — თევზების ოჯახი ხრტილიანი განოიდების ჯგუფისა. აქვთ მეტ-ნაკლებად წაგრძელებული დინგი. უკბილოები არიან, პირთან 4 ულვაში აქვთ. შიგა ჩონჩხი ხრტილოვანია, შერჩეულია ქორდა, მალები არა აქვთ. სხეულზე ფარეკლების 5 მწკვრივია, რომელთა შორის ძვლოვანი მარცვლები და ფირფიტებია განლაგებული. ზუთხისებრთა შორის ყველაზე დიდები (მაგ., სვია) სიგრძით 9 მ-მდე აღწევენ.[1] ოჯახში 4 გვარის 25 სახეობაა.[2] გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილოეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში. ზუთხისებრნი მხოლოდ მტკნარ წყალში მრავლდებიან. ტოფობენ გაზაფხულზე და ზაფხულში. ზუთხისებრნთა ნაწილი მტკნარი წყლის ბინადარია, ნაწილი კი ნახევრად გამსვლელი ან გამსვლელი. იკვებებიან ფსკერის უხერხემლოებით, გვხვდებიან მტაცებლებიც.[1]
ზუთხისებრნი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Acipenser oxyrinchus oxyrinchus | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenseridae (Bonaparte, 1831) | |||||||||||||||
|
ძვირფასი სარეწაო თევზებია, მაგრამ ინტენსიური რეწვის გამო ზოგი გამსვლელი ზუთხისებრის რიცხვი ძლიერ შემცირდა.[1] ითვლებიან ყველაზე ნოყიერ და გემრიელ თევზებად. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგ თევზად მიიჩნევა ციმბირული ზუთხი, რომელიც ობში, კოლიმასა და ციმბირის სხვა მდინარეებში მოიპოვება; შეიცავს 30%-მდე ცხიმს, მაშინ როდესად კასპიის, შავი და აზოვის ზღვების ზუთხები ამ მხრივ აღწევენ არაუმეტეს 15%-ს, იწონის 100 კგ-ზე მეტს. მას მოსდევს ტარაღანა (8–15% ცხიმი და 7–8 კგ), სვია (7–9% და 50 კგ), კალუგა, ფორეჯი, ცქვრინი. იყენებენ მათ ხორცს, თავს და (განსაკუთრებით) ქვირითს (იხ. ხიზილალა). დამუშავებისას ზუთხისებრნი იძლევიან ნაკლებ ნარჩენებს. მათი თავები მაღაზიებში ცალკე იყიდება, ამზადებენ ლაბას, უხას და სხვ.[3]
საქართველოს წყლებში გავრცელებული სახეობები:[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.