From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი კუნძული (ინგლ. North Island, მაორი. Te Ika-a-Māui) — ახალი ზელანდიის ორი დიდი კუნძულიდან ერთი. სამხრეთი კუნძულიდან გამოყოფილია კუკის სრუტის მეშვეობით.
მშობ. სახელი: ინგლ. North Island მაორი. Te Ika-a-Māui | |
---|---|
ჩრდილოეთი კუნძულის პოლიტიკური რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 38°24′ ს. გ. 175°43′ ა. გ. |
ფართობი | 113 729 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
2797 მ რუაპეჰუ |
უდიდესი ქალაქი | ოკლენდი (მოს. 1 333 300) |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3 422 200 (2013) |
სიმჭიდროვე | 30,09 ად. /კმ² |
კუნძულის ფართობი შეადგენს 113 729 კმ²[1], მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მხრივ მე-14 ადგილი უკავია და სიდიდით მეორეა (სამხრეთი კუნძულის შემდეგ) ახალ ზელანდიაში.
ჩრდილოეთ კუნძულზე, მნიშვნელოვნად ნაკლებადაა მთები, ვიდრე სამხრეთ კუნძულზე. მისი ყველაზე მაღალი წერტილია — აქტიური ვულკანი რუაპეჰუ (2797 მ.). მაგრამ ჩრდილოეთის კუნძულზე არსებობს მაღალი ვულკანური აქტივობა, რის შედეგადაც ქვეყნის ექვსი ვულკანური ზონიდან ხუთი მდებარეობს ზუსტად აქ.
ჩრდილოეთ კუნძულის ზუსტად ცენტრში მდებარეობს ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ტბა ტაუპო. აქედან მოედინება ახალ ზელანდიაში ყველაზე გრძელი მდინარე უაიკატო, რომლის სიგრძე შეადგენს 425 კმ-ს.
კუნძულის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს +16 °C-ს. კუნძულის დასავლეთით მდებარეობს ეგმონტის ეროვნული პარკი.
2013 წლის ივნისის მოსახლეობის შეფასების მიხედვით აქ ცხოვრობს 3 422 200 ადამიანი.[2]
ჩრდილოეთის კუნძულზე მდებარეობს თორმეტი ქალაქი: ოკლენდი, ნიუ-პლიმუთი, ტაურანგა, გიზბორნი, ნეიპირი, ჰამილტონი, ჰეისტინგსი, პალმერსტონ-ნორთი, როტორუა, უონგანუი, უანგარეი და ქვეყნის დედაქალაქი ველინგტონი. ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 76 % სწორედ ჩრდილოეთ კუნძულზე ცხოვრობს.
ადმინისტრაციულად კუნძული იყოფა ცხრა რეგიონად.
№ რუკაზე | რეგიონი | რეგიონული საბჭო | ადმინისტრაციული ცენტრი | კუნძული | ფართობი (კმ²)[3] |
მოსახლეობა[4] ად. (2013) |
ISO 3166-2 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ნორთლენდი | ნორთლენდის რეგიონული საბჭო | უანგარეი | ჩრდილოეთი | 13 941 | 151 692 | NZ-NTL | |
2 | ოკლენდი (1) | ოკლენდის საბჭო | ოკლენდი | ჩრდილოეთი | 5600 | 1 415 550 | NZ-AUK | |
3 | უაიკატო | ჰამილტონი | ჩრდილოეთი | 25 598 | 403 638 | NZ-WKO | ||
4 | ბეი-ოვ-პლენტი | ბეი-ოვ-პლენტის რეგიონული საბჭო | ტაურანგა | ჩრდილოეთი | 12 447 | 267 741 | NZ-BOP | |
5 | გიზბორნი (1) | გიზბორნის რაიონული საბჭო | გიზბორნი | ჩრდილოეთი | 8351 | 43 656 | NZ-GIS | |
6 | ჰოკს-ბეი | ჰოკს-ბეის რეგიონული საბჭო | ნეიპირი | ჩრდილოეთი | 14 164 | 151 179 | NZ-HKB | |
7 | ტარანაკი | ტარანაკის რეგიონული საბჭო | სტრატფორდი | ჩრდილოეთი | 7273 | 109 608 | NZ-TKI | |
8 | მანავატუ-უანგანუი | ჰორიზოუნსის რეგიონული საბჭო | პალმერსტონ-ნორთი | ჩრდილოეთი | 22 215 | 222 672 | NZ-MWT | |
9 | უელინგტონი | დიდი უელინგტონის რეგიონული საბჭო | უელინგტონი | ჩრდილოეთი | 8124 | 471 315 | NZ-WGN | |
სულ | 117 713 | 3 237 051 | ||||||
(1) ამ რეგიონებს მართავს უნიტარული სამმართველო. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.