From Wikipedia, the free encyclopedia
კუკის სრუტე — სრუტე ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებს შორის. ერთმანეთთან აერთებს ტასმანის ზღვასა და წყნარ ოკეანეს, გაივლის ქვეყნის დედაქალაქ ველინგტონის გვერდით. ყველაზე ვიწრო ადგილას, სიგანე 22 კმ-ს აღწევს[1] და მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და არაპროგნიზირებად სრუტედ.[2]
სრუტეს სახელი ეწოდა ჯეიმზ კუკის პატივსაცემად, რომელიც პირველი ევროპელი მეთაური იყო, ვინც მასში გაიარა 1770 წელს. მაორის ენაზე მას რაუკავა ჰქვია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.