![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Berberis_vulgaris_-_img_19287.jpg/640px-Berberis_vulgaris_-_img_19287.jpg&w=640&q=50)
ჩვეულებრივი კოწახური
მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩვეულებრივი კოწახური[1] (ლათ. Berberis vulgaris) — მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა. 3 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. აქვს სამად გაყოფილი ქაცვისებრი ეკლები (ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტოულია); თხელი, შიშველი, მწვანე ფერის ფოთლები, ფორმით – ელიფსურიდან მოგრძოლანცეტამდე, რომლებიც ფუძისკენაა შევიწროებული და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული. ყვავილი ფერად ყვითელია. ნაყოფს ელიფსის ფორმა აქვს, ფერად წითელია, იშვიათად — ყვითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ტყისპირა ადგილებში, ხეობებში, ბუჩქნარებში.[2]
ჩვეულებრივი კოწახური | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ნაყოფიანი ტოტი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Berberis vulgaris L., 1753 | |||||||||||||||
|
ფშავში ეწოდება ეკალძმარა; ხევსურეთში — ესკალძმარა; რაჭაში — კვაწახური; მთიულეთში — კოწმახური; ჭანურად — კაწახური; მეგრულად — კორწოხული; სვანურად — გვაწხირ, გოწხირ.[1]