შიკლი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
შიკლი (სიცილ. Scicli) — ქალაქი იტალიის კუნძულ სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაგუზის პროვინციაში. ქალაქ რაგუზიდან დაშორებულია 25 კმ-ით, ხოლო პალერმოდან 308 კმ–ით. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 26 215 ადამიანს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარე ვალ-დი-ნოტოს სხვა შვიდ ქალაქთან ერთად, 2002 წლიდან შიკილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
შიკლი იტალ. Scicli | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
კოორდინატები | 36°47′28″ ჩ. გ. 14°42′08″ ა. გ. | ||||
ფართობი | 138.72 კმ², 0.82 ჰექტარი, 5.18 ჰექტარი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 108±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 26 854 (1 იანვარი, 2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0932 | ||||
საფოსტო ინდექსი | 97018 | ||||
საავტომობილო კოდი | RG | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.comune.scicli.rg.it/ | ||||
შიკილის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები სპილენძისა და ადრეული ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ძვ. წ. III ათასწლეული).
თანამედროვე ქალაქი ძვ. წ. 300 წელს სიცილიელებმა დააარსეს. შუა საუკუნეებში, ისევე როგორც მთლიანად სიცილია, შიკილიც არაბების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც მან განვითარების პიკს მიაღწია და მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო და სავაჭრო ცენტრი გახდა. 1091 წელს ქალაქი ნორმანებმა დაიპყრეს როჯერ I-ის მეთაურობით. ამ პერიოდს მოჰყვა სიცილიის ხვა მრავალი დინასტიების მმართველობა, მათ შორის არაგონულ–ესპანური, სანამ XIX საუკუნის შუა წლებში სიცილია იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდოდა.
1693 წლის კატასტროფულმა მიწისძვრამ შიკილი თითქმის მთლიანად დაანგრია, რის შემდეგაც სხვა სიცილიური ქალაქების მსგავსად ის სიცილიური ბაროკოს სტილში აღადგინეს, რაც დღეს უამრავ ტურისტს იზიდავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.