![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1d/Moon_and_Venus_conjunctions.jpg/640px-Moon_and_Venus_conjunctions.jpg&w=640&q=50)
შეერთება (ასტრონომია)
From Wikipedia, the free encyclopedia
პლანეტების შეერთება (აგრეთვე პლანეტების მწკრივი, კონფიგურაციები) ასტრონომიაში — ორი ან მეტი მზის სისტემის ობიექტების განლაგება ერთ ხაზზე, ან ერთმამეთთან ახლოს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1d/Moon_and_Venus_conjunctions.jpg/640px-Moon_and_Venus_conjunctions.jpg)
კონფიგურაციები ასტრონომიაში არის მზის, მთვარის, პლანეტებისა და მზის სისტემის სხვა სხეულთა განსაკუთრებული ურთიერთმდებარეობანი ცის სფეროზე. ქვედა პლანეტებისათვის, რომელთა ორბიტები დედამიწის ორბიტის შიგნითაა, განასხვავებენ ზედა და ქვედა შეერთებებს მზესთან (ამ დროს პალნეტისა და მზის ეკლიპტიკური გრძედები თანატოლია) და აღმოსავლეთ და დასავლეთ ელონგაციებს (პლანეტიდან მზემდე ხილული კუთხური მანძილი უდიდესია). ზედა შეერთებისას პლანეტა მზის მიღმაა და მის სხივებშია გაუჩინარებული, ქვედა შეერთებისას კი შეიძლება გამოჩნდეს მისი გავლა მზის დისკოზე. ორბიტათა ელიფსურობის გამო პლანეტის კუთხური მანძილი მზიდან ელონგაციების დროს ცვალებადობს. მერკურისათვის იგი აღწევს 28°, ვენერისათვის კი — 48°.
ზედა პლანეტებისათვის (მათი ორბიტები დედამიწის ორბიტის გარეთაა) განასხვავებენ ზედა შეერთების (მზისა და პლანეტის ეკლიპტიკური გრძედებითანატოლია), პირისპირდგომას (გრძედთა სხვაობა 180°) და აღმოსავლეთ და დასავლეთ კვადრატურებს (გრძედთა სხვაობა 90°-ია). ამ პლანეტების დამზერა ყველაზე უკეთ შეიძლება პირისპირდგომის დროს.
ანალოგიურად განიმარტება მთვარის, მცირე ცთომილების, კომეტების, კოსმოსური ზონდებისა და სხვა სხეულთა კონფიგურაციები. მაგ., მთვარის კონფიგურაციები შეესაბამება მთვარის ფაზებს. მთვარისა და პლანეტების კონფიგურაციების ცხრილები ყოველწლიურად ქვეყნდება ასტრონომიულ წელიწდეულებში.