შაჰიზინდა
From Wikipedia, the free encyclopedia
შაჰიზინდა (უზბეკ. Shohizinda) — შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი სამარყანდში, უზბეკეთი. ეს არის სამარყანდელი დიდებულების მავზოლეუმების არქიტექტურული ანსამბლი. ჩვენამდე მოღწეულია 11 მავზოლეუმი, რომლებიც ერთმანეთის თანმიმდევრობით ააგეს XIV-XV საუკუნეებში. უფრო ადრინდელი მავზოლეუმები, რომლებიც აღმოჩენილია უძველესი დასახლება აფრასიაბის აღმოსავლეთ ფერდობებზე, განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
სწრაფი ფაქტები შაჰიზინდა უზბეკ. Shohizinda, კოორდინატები ...
შაჰიზინდა უზბეკ. Shohizinda | |
---|---|
| |
კოორდინატები | 39.6625° ჩ. გ. 66.987778° ა. გ. / 39.6625; 66.987778 |
მდებარეობა | სამარყანდი, უზბეკეთი |
თარიღდება | IX საუკუნე |
დახურვა