From Wikipedia, the free encyclopedia
ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს.[4] მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.
ყაზახეთის რესპუბლიკა Қазақстан Республикасы Республика Казахстан ყაზახეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Менің Қазақстаным Meniñ Qazaqstanım My Kazakhstan |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ასტანა 51°10′ ჩ. გ. 71°30′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ალმათი | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ყასიმ-ჟომართ თოყაევი | ||||
- | პრ.-მინისტრის მ/შ | ალიჰან სმაილოვი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 724 900 კმ2 (მე-9) | ||||
- | წყალი (%) | 1,7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 16 967 000[1] (61-ე) | ||||
- | 2013 აღწერა | 17 004 800 | ||||
- | სიმჭიდროვე | 5,94 ად კაცი/კმ2 (224-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $231.787 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $13,892[2] | ||||
აგი (2013) | 0.754[3] (მაღალი) (69-ე) | |||||
ვალუტა | ტენგე (KZT ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+05:00 და UTC+06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | KAZ | |||||
Internet TLD | .kz | |||||
სატელეფონო კოდი | +7-6xx, +7-7xx |
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.
ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).[5] გარდა ამისა არსებობს ქალაქი ბაიკონური, რომელსაც გააჩნია გაანსაკუთრებული სტატუსი და 2050 წლამდე იჯარით აქვს აღებული რუსეთს. ამჟამად იგი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი.[6]
ოლქი/ქალაქი | მოსახლეობა[7] | ფართობი კმ² | ადმ. ცენტრი |
---|---|---|---|
ასტანა | 1 195 900 | 797,33 | ასტანა |
ალმათი | 1 918 109 | 682 | ალმათი |
შიმქენთი | 1 086 500 | 1162,8 | შიმქენთი |
ყიზილორდის ოლქი | 818 000 | 226 019 | ყიზილორდა |
ალმათის ოლქი | 2 083 700 | 223 911 | თალდიყორღანი |
აკმოლის ოლქი | 735 239 | 146 219 | ქოქშეთაუ |
აქტობეს ოლქი | 897 600 | 300 629 | აქტობე |
ატირაუს ოლქი | 660 059 | 118 631 | ატირაუ |
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი | 662 600 | 151 339 | ურალსკი |
ყარაღანდის ოლქი | 1 375 800 | 427 982 | ყარაღანდა |
კოსტანაის ოლქი | 863 290 | 196 001 | კოსტანაი |
მანგისთაუს ოლქი | 165 642 | 724 700 | აქთაუ |
თურქესტანის ოლქი | 2 049 700 | 116 280 | თურქესტანი |
პავლოდარის ოლქი | 750 323 | 124 755 | პავლოდარი |
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი | 1 362 700 | 283 226 | ოსკემენი |
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი | 542 500 | 97 993 | პეტროპავლი |
ჟამბილის ოლქი | 1 141 800 | 144 264 | ტარაზი |
ყაზახეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობისა — 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა — ტენგე (KZT).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.