From Wikipedia, the free encyclopedia
გიიას ად-დინ ქეი-ხოსროვ II (სპარს. غياث الدين كيخسرو بن كيقباد) — ალაედინ ქეიყუბადის შვილი, რუმის სულთანი 1237–1246 წლებში, გარდაცვალებამდე[1].
ქეი-ხოსროვ II | |
---|---|
غياث الدين كيخسرو بن كيقباد | |
ქეი-ხოსროვ II-ის დირჰამის მონეტა, სივასი, 1240/1241 | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1237 |
მმართ. დასასრული: | 1246 |
წინამორბედი: | ქეიყუბად I |
მემკვიდრე: | ქეი-ქავუს II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | —? |
გარდ. თარიღი: | 1246 |
გარდ. ადგილი: | ანთალია |
მეუღლე: | გურჯი-ხათუნი |
შვილები: |
ქეი-ქავუს II; ქილიჩ-არსლან IV; ქეი-ყუბად II |
სრული სახელი: | გიას ედ-დინ ქეიხოსროვ ბინ ქეიყუბადი |
დინასტია: | სელჩუკიდები |
მამა: | ალაედინ ქეიყუბადი |
რელიგია: | სუნიზმი |
1226 წელს, ქეიყუბადმა ახლად ანექსირებული ერზინჯანი ქეი-ხოსროვ II-ს გადასცა. 1236-1237 წლებში, მონღოლებმა ქართველთა დახმარებით გაანადგურეს ანატოლიის ტერიტორიის ნაწილი, სივასიდან მალათიამდე. მას შემდეგ, რაც მონღოლთა ჯარი გაუჩინარდა, ქეიყუბადი საქართველოში გადავიდა, ამის მიზეზი კი მონღოლთა ქართველი მოკავშირეების დასჯა იყო. თურქთა არმიის საქართველოში შესვლის შემდეგ, რუსუდან დედოფალმა ქეი-ხოსროვ II-ს მშვიდობის სანაცვლოდ საკუთარი შვილზე — თამარზე (გურჯი-ხათუნი) დაქორწინება შესთავაზა. ქორწინება 1240 წელს შედგა.
1237 წელს, ალაედინ ქეიყუბადის გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ხოსროვ II-მ, ანატოლიის ამირების მხარდაჭერით თავი რუმის სულთნად გამოაცხადა. 1241 წელს, მან დიარბაქირი დაიპყრო.
1243 წლის ზამთარში, მონღოლებმა ერზურუმს შეუტიეს, ქალაქი ალყის გარეშე დაეცა. ამის შემდეგ, ისინი გაზაფხულზე რუმის სასულთნოს დაპყრობისთვის ემზადებოდნენ. მტერთან შესაბრძოლებლად, ქეი-ხოსროვ II-მ მოკავშირეებისგან და ვასალებისგან ჯარი შეკრიბა. მისი არმია სივასში შეიკრიბა. 1243 წლის 26 ივნისს, ისინი მონღოლებს ქოსე-დაღის უღელტეხილზე შეხვდნენ. მონღოლთა არმიამ სელჩუკებს დაანახა, რომ თითქოს ისინი უკან იხევდნენ, მაგრამ ამ დროს, მათ ალყაში მოაქციეს სელჩუკთა არმია. ქოსე-დაღის ბრძოლაში სელჩუკები სასტიკად დამარცხდნენ. დამარცხებულმა ქეი-ხოსროვ II-მ ზავი ითხოვა. რუმის სასულთნო მონღოლების მოხარკედ იქცა. ამასთანავე, სულთანმა სივასი, ერზინჯანი და კაისერი დაკარგა.
აღსანიშნავია, ქეი-ხოსროვ II-ის დირჰამის მონეტა, რომელზეც მზე და ლომია გამოსახული[2]. ამ გამოსახულებებს რამდენიმე ახსნა აქვს. ერთნი ვარაუდობენ, რომ ეს გამოსახულებები ლომის თანავარსკვლავედს, ქეი-ხოსროვის მეუღლის, თამარის ზოდიაქოს ნიშანს აღნიშნავენ, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ლომის სიმბოლო სულთანს აღნიშნავს, ხოლო მზე — თამარს[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.