Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ქოსე-დაღის ბრძოლა — ბრძოლა რუმის სასულთნოსა და მონღოლების იმპერიის ჯარებს შორის. გაიმართა 1243 წლის 26 ივლისს (ან 1 ივლისს) მცირე აზიაში, არზრუმსა და ერზინკას შორის მდებარე ქოსე-დაღის ველზე.
ქოსე-დაღის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
მონღოლების მიერ ანატოლიის დაპყრობის ნაწილი | |||
XIV საუკუნის მინიატურა, კატალონია. | |||
თარიღი | 26 ივლისი[1][2] (ან 1 ივლისი[3]) 1243 | ||
მდებარეობა | მცირე აზია | ||
შედეგი | მონღოლების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ქოსე-დაღის ბრძოლა ვიკისაწყობში |
რუმის სულთნის ჯარში, ისევე როგორც თათარ-მონღოლთა მხარეს ქართველი დიდებულები და საქართველოდან გამოყვანილი ლაშქარი იღებდა მონაწილეობას.
ქართველი ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღგვიწერს ამ ბრძოლას:
„ვითარ განთენდა და მოვიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მხედარი, და განაწყვეს რაზმი, აქეთ თათართა განაწყვეს რაზმი და ურჩეულესი მათი მარცხენასა მხარესა დააწესნეს. ესრეთ აქუნდათ წესად, უმჯობესთან ვიდრემდე მარცხენასა კერძოსა დააწესებდიან... ხოლო დროშა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლსა დამოღურილობასა მტერთასა. ამათ რა ესრეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლყვეს და ვითარცა მიიახლნეს ურთიერთას... მყის მიეტივნეს. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმხნეს ძლიერად ეწყუნეს და იქმნა ომი სასტიკი. მოწყდა სიმრავლე ურიცხვი სპათაგან სულტნისა, სადა სახელოვანიცა შარვაშისძე დარდინ აფხაზი, მხედართმთავარი მათი, მოიკლა და ივლტოდეს სპანი სულტნისანი და დევნა – უყვეს რა თათართა და ქართველთა, ურიცხვი მებრძოლი მოსრეს და შეიპყრეს.[4]“ |
დამარცხებულმა სულთანმა ქეი-ხოსროვ II-მ ზავი ითხოვა. რუმის სასულთნო მონღოლების მოხარკედ იქცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.