From Wikipedia, the free encyclopedia
კატალონია (კატალონიური:Catalunya, ესპანური: Cataluña, ოქსიტანური: Catalonha, ფრანგული:Catalogne) — რეგიონი იბერიის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი კონსტიტუციური საკითხი დავის საგანია ესპანეთის სამეფოს — რომელიც მას ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანებად მიიჩნევს — და კატალონიის ჟენერალიტეტს შორის, რომელიც მას დამოუკიდებელ რესპუბლიკად აცხადებს 2017 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოსცა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარაცია.[1]
Catalunya კატალონია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Els Segadors |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბარსელონა | |||||
ოფიციალური ენა | კატალონიური, ესპანური, ოქსიტანური | |||||
მთავრობა | დევოლუციური მთავრობა კონსტიტუციური მონარქიის რეჟიმში | |||||
- | პრეზიდენტი | ვაკანტური | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 32,108 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | შეფასებით | 7.570.908 | ||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
ქვეყნის კოდი | CAT |
ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, კატალონია ავტონომიური გაერთიანებაა, რომელსაც აქვს აღნიშვნა „ეროვნულობა“ (nacionalidad) და ავტონომიის სტატუსი.[2]
სახელი ცნობილია 1350 წლიდან. კატალონიელთა ქვეყანა, ძველი Principat de Catalunya, მოიცავდა აგრეთვე ალგეროს (სარდინიაში), ანდორას, ჩრდილოეთ კატალონიას ანუ აღმოსავლეთ პირენეების ფრანგულ რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, ვალენსიის რეგიონს. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის: ბარსელონა, ხერონა, ლერიდა და ტარაგონა. კატალონიაში კატალანურიც და ესპანურიც ორივე ოფიციალური ენაა და მათზე მრავალი ადამიანი საუბრობს.
კატალონიის სანაპირო გრძელდება 580კმ-ზე. სანაპიროზე არ არის მაგისტრალთა სისტემა, ერთადერთი დიდ გზა აკავშირებს პირენეებს ზღვასთან. კატალონიის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ბლანესამდე ვხვდებით კოსტა-ბრავას, რომელიც ხასითდება პატარა მთიანი სისტემით, შემდეგი დიდი ხაზი სანაპიროსი გადის მარესმეზე, რომელი კვეთს მრავალ კერძო პატარა პორტს. ბარსელონის სანაპირო ხასიათდება ხელოვნური პლაჟებით და დიდი სავაჭრო პორტით, რომელიც 9 კილომეტრს მაინც მოიცავს. პორტის სამხრეთ ნაწილი გაშენებულია დელტა დე იობრეგატის ჭაობზე, რომელიც ლამაზ პეიზაჟს ქმნის დაახლოებით 18 კილომეტრზე.შემდეგი დიდი სანაპირო ზოლია მასისო დე გარაფის,ეს ქალაქი გარდა პლიაჟებისა გამოირჩევა ტარაგონას პორტით რომელიც ესპანეთის რეგიონის მეორე პორტია სიდიდით აგრეთვე იგი არის კატალონიის ყველაზე მაღალი პორტი.
კატალონია იყოფა ოთხ პროვინციად (ბარსელონა, ტარაგონა, ლერიდა, ხერონა), რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 41 კომარკად. კატალონიაში არის 937 მუნიციპალიტეტი.
პროვინცია | ადმ. ცენტრი | მოსახლეობა (2011) | ფართობი, კმ² | კომარკები | მუნიციპალიტეტების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
ბარსელონა | ბარსელონა | 5 529 099 | 7733 | ალტ-პენედესი, ანოია, ბახესი, ბაშ-ლიობრეგატი, ბარსელონესი, ბერგედა, გარაფი, მარესმე, მოიანესი, ოსონა, ვალიეს-ოქსიდენტალი, ვალიეს-ორიენტალი | 311 |
ტარაგონა | ტარაგონა | 813 287 | 6303 | ალტ-კამპი, ბაშ-კამპი, ბაშ-პენედესი, ბაშ-ებრე, კონკა-დე-ბარბერა, მონტსია, პრიორატი, რიბერა-დ’ებრე, ტარაგონესი, ტერა-ალტა | 183 |
ლერიდა | ლერიდა | 443 032 | 12 150 | ალტ-ურჟელი, ალტა-რიბაგორსა, ბაშა-სერდანია, ვალ-დ’არანი, გარიგესი, ნოგერა, პალიარს-სობირა, პალიარს-ხუსა, პლა-დ’ურჟელი, სეგარა, სეგრია, სოლსონესი, ურჟელი | 231 |
ხერონა | ჟირონა | 756 810 | 5910 | ალტ-ემპროდა, ბაშ-ემპროდა, ბაშა-სერდანია, ჟირონესი, ლა-გაროჩა, ოსონა, პლა-დე-ლა-ესტანი, რიპოლიესი, სელვა | 221 |
კატალონიაში დაახლოებით 12 000 კმ. სამანქანო გზაა. მთავარი გზატკეცილებია: AP-7 (Autopista del Mediterrani) და A-7 (Autovia del Mediterrani). ის მიუყვება სანაპირო ზოლს საფრანგეთის საზღვრიდან ვალენსიის, მურსიასა და ანდალუსისკენ.
სხვა მნიშვნელოვანი გზებია:
საზოგადო სარგებლობის გზების მართვას ახორციელებს კატალონიის მთავრობა (მაგალითისთვის: C- ) ან ესპანეთის მთავრობა (მაგალითისთვის: AP- , A- , N- )
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.