From Wikipedia, the free encyclopedia
ქაჯარანი — ქალაქი სომხეთში სიუნიქის ოლქში. მდებარეობს მდინარე ვოხჩის ზემო დინებაში, ზანგეზურის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე მეგრინის ქედის ჩრდილოეთით. ერევნიდან 356 კილომეტრი, კაპანიდან 25 კილომეტრი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ქაჯარანი Քաջարան | |||
ქალაქი ქაჯარანი | |||
| |||
ქვეყანა | სომხეთი | ||
მარზი | სიუნიქის ოლქი | ||
კოორდინატები | 39°09′04″ ჩ. გ. 46°09′36″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1947 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1992 | ||
ფართობი | 2.8 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 2200 მ | ||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||
მოსახლეობა | 9 330 კაცი (2008) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +374 (285) | ||
საფოსტო ინდექსი | 3309 | ||
ოფიციალური საიტი | http://kajaran.am/ | ||
ქაჯარანი არის სამთამადნო მრეწველობისა და ფერადი მეტალურგიის მსხვილი ცენტრი. ქალაქში მდებარეობს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი, სომხეთის სამთო-მეტალურგიის მნიშვნელოვანი საწარმო. კომბინატის მშენებლობა დაიწყო 1940 წელს მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მშენებლობა შეჩერებულ იქნა 1944 წლამდე. 1951-1952 წლებში ქარხანა შევიდა ექსპლუატაციაში. 2002 წელს საწარმომ გამოიმუშავა 8 მლნ. ტონა მადანი. 2004 წელს სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი პრივატიზაციის შესახებ, რომლის შედეგად უნდა შეიქმნას 3000-4500 სამუშაო ადგილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.