From Wikipedia, the free encyclopedia
ქამასებრი (ლათ. Cortinarius caperatus) — სოკოს სახეობა აბალაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას.
ქამასებრი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius caperatus (Pers.) Fr. 1838 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090482 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, შემწვარი, ძმარში დამარინადებული და გამხმარი სახით. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მჟავე და ქვიაშიან ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.[1]
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1796 წელს როგორც Agaricus caperatus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, ხორციანი, ნახევარსფეროსებრი ან ჩაჩისებრი, ბრტყლად ამოზნექილი, განიერი დაკბილული კიდეებით, ნაცრისფერ-ყვითელი, ჩალისფერ-ყვითელი ან ჟანგმიწისფერი, კიდეებთან ზოლიანია. ნორჩობაში ქუდი სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი დანაოჭებული, დაფარულია (განსაკუთრებით ცენტრში) ღია ბოჭკოვანი ნაფიფქით. მშრალ ამინდში კიდეები ხშირად იბზარება.
რბილობი — ფხვიერი, რბილი, თეთრი, მოგვიანებით მოყვითალო, სასიამოვნო სუნითა და გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შედარებით მეჩხერი, შეზრდილი, არათანაბარი სიგრძის. ნორჩობაში მოყვითალო, მოგვიანებით ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.
ფეხის სიგრძე — 4-12 სმ-მდე, სისქე — 1-3 სმ-მდე, მკვრივი, ცილინდრული, მთლიანი, ძირში გასქელებული, ზედაპირი აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი. საყელოს ზემოთ ფეხი ოდნავ ქერცლოვანია, მოყვითალო, საყელოს ქვემოთ ღია-ჟანგმიწისფერია, ძირში შეიმჩნევა საერთო საბურველის მკრთალ-იისფერი ნარჩენები.
საბურველის ნარჩენები: სოკოს ზედა მხარეს განთავსებულია არათანაბარი, თხელი აფსკისებრი საყელო, რომელიც თავიდან თეთრია, მოგვიანებით მოყვითალო.
სპორების ფხვნილი — ჟანგმიწისფერი, ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — ნუშისებრი, მეჭეჭებიანი.[4][5][6]
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა.[7] იხმარება ახალი, შემწვარი და ძმარში დამარინადებული. ახასიათებს თხილის სასიამოვნო გემო.[8] გაშრობის შემდეგ იყენებენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად.[9]
მიკორიზას ქმნის როგორც წიწვოვან, (ნაძვი, ფიჭვი), ისევე ფოთლოვან ხეებთან (წიფელი, მუხა და არყი). უპირატესობას ანიჭებს ტენიან მჟავე და ქვიშიან ნიადაგს. მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. როგორც წესი იზრდება მცირე ჯგუფებად. ხშირად ზიანდება ჭიების მიერ.[10]
სოკო გავრცელებულია ევროპაში, უმეტესად ჩრდილოეთ ევროპის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სკანდინავიაში, თუმცა იშვიათია დანიასა და ისლანდიაში.[11] ნიდერლანდებში გადაშენების პირასაა.[12] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.[13] აგრეთვე იზრდება აზიის ზომიერ სარტყლებში.
სეზონი — ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.