ქალი საოცრება 1984
From Wikipedia, the free encyclopedia
„ქალი საოცრება 1984" (ინგლ. Wonder Woman 1984; WW84) — 2020 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია DC Comics-ის პერსონაჟ ქალ საოცრებაზე. ეს არის 2017 წლის ქალი საოცრების გაგრძელება და DC გაფართოებული სამყაროს (DCEU) მეცხრე ნაწილი. ფილმის რეჟისორია პეტი ჯენკინზი, ხოლო სცენარის ავტორები — ჯეფ ჯოუნზი და დეივ კელაჰემი. გალ გადოტი ასრულებს პრინცესა დაიანას / ქალი საოცრების როლს. სხვა მსახიობებს შორისაა კრის პაინი, კრისტენ ვიგი, პედრო პასკალი, რობინ რაიტი და კონი ნილსენი. ფილმში მოქმედება 1984 წელს, ცივი ომის დროს ხდება.
„ქალი საოცრება 1984“ | |
---|---|
ჟანრი | სუპერგმირული ფილმი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | DC-ის პერსონაჟები |
ისტორია |
|
როლებში |
|
მუსიკა | ჰანს ციმერი |
ოპერატორი | მეთიუ იენსენი |
მონტაჟი | რიჩარდ პირსონი |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 151 წუთი[2] |
ქვეყანა | აშშ[1] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 200 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 169.6 მილიონი აშშ დოლარი[4][5] |
პირველი ფილმის გამოსვლიდან მალევე, 2017 წლის ივნისში, დაიწყო საუბარი გაგრძელების შესახებ. შემდეგ თვეს ის უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ძირითადი გადაღებები 2018 წლის 13 ივნისს დაიწყო, მეტწილად — Warner Bros Studios-ში, ლივზდენში, ინგლისში, აგრეთვე კოლუმბიის ოლქსა და ჩრდილოეთ ვირჯინიაში აშშ-ში, ლონდონსა და დუქსფორდში ინგლისში, ტენერიფესა და ფუერტვენტურაზე კანარის კუნძულებზე და ალმერიაზე ანდალუსიაში, ესპანეთი. 2018 წლის 22 დეკემბერს ექვსთვიანი გადაღებების ეტაპი დასრულდა, ხოლო დამატებითი გადაღებები 2019 წლის ივლისში მოეწყო.
ქალი საოცრება 1984-ის პრემიერა გაიმართა 2020 წლის 15 დეკემბერს, ვირტუალურ პლატფორმა DC FanDome-ის მეშვეობით. საერთაშორისო ბაზრებზე, რომლებსაც არ აქვთ HBO Max, ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 2020 წლის 16 დეკემბერს. კრიტიკოსებისგან მან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო და 200 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით შემოსავალმა შეადგინა მხოლოდ 169.6 მილიონი, რაც განპირობებული იყო COVID-19-ის პანდემიით და კინოთეატრების შეზღუდული რაოდენობის მუშაობით. მიუხედავად ამისა, ქალი საოცრება 1984 იყო ნაკადოვანი სერვისებით 2020 წლის ყველაზე ხშირად ნანახი ფილმი. ამჟამად დაგეგმილია მისი გაგრძელება ტელესერიალის სახით, დაკარგული სამოთხე.