From Wikipedia, the free encyclopedia
მემკვიდრე პრინცი ფუმიჰიტო (იაპონ. 皇嗣・秋篠宮文仁親王 დ. 30 ნოემბერი, 1965, ტოკიო) — იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს უმცროსი ვაჟი და იაპონიის ტახტის (იმპერატორ ნარუჰიტოს) მემკვიდრე პრინცი. იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს უმცროსი ძმა.
ფუმიჰიტო | |
---|---|
皇嗣 | |
პრინცი ფუმიჰიტო 2015 წელს | |
იაპონიის მემკვიდრე პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 მაისი 2019 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 ნოემბერი 1965 |
დაბ. ადგილი: | ჩიოდა, ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: | კიკო კავაშიმა |
შვილები: | მაკო ნაისინიო, კაკო ნაისინიო, ჰისაჰიტო სინიო |
მამა: | აკიჰიტო |
დედა: | მიჩიკო |
რელიგია: | შინტოიზმი |
დაიბადა 1965 წლის 30 ნოემბერს აიოამის სასახლეში, ტოკიოში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო გაკუსიუინში. 1984 წელს გახდა გაკუსიუინის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც სწავლობდა სამართალსა და ბიოლოგიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1988-1990 წლებში სწავლობდა თევზების ტაქსონომიას ოქსფორდში, სენტ-ჯონსის კოლეჯში.
1989 წელს პაპის, იმპერატორ ჰიროჰიტოს გარდაცვალებისას გახდა ტახტის მეორე მემკვიდრე ძმის, ნარუჰიტოს შემდეგ. 1996 წელს მიიღო ორნითოლოგიის დოქტორის ხარისხი. 2019 წლის 1 მაისს ტახტზე თავისი ძმის ნარუჰიტოს ასვლის შემდეგ, რომელსაც არ ჰყავს მემკვიდრე ბიჭი, გახდა ტახტის მემკვიდრე პრინცი.
მემკვიდრე პრინცი ბითლზის დიდი თაყვანისმცემელი და ჩოგბურთის აქტიური მოთამაშეა.
1990 წლის 29 ივნისს დაოჯახდა პრინცესა კიკოზე, მასთან შეეძნა სამი შვილი: პრინცესა მაკო, პრინცესა კაკო და პრინცი ჰისაჰიტო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.