From Wikipedia, the free encyclopedia
ფუიანგი (გამარტივებული ჩინური: 阜阳, ტრადიციული ნიშნები: 阜陽, ფინინი: Fùyáng) — საოლქო დონის ქალაქი ანხოის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთი. მას ესაზღვრება: პოჭოუ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ხუაინანი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ლუანი სამხრეთიდან და ხენანის პროვინცია ყველა დანარჩენი მხრიდან.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ფუიანგი 阜阳市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ანხოი |
შიდა დაყოფა | Yingzhou District, Yingdong District, Yingquan District, Linquan County, Taihe County, Funan County, Yingshang County და Jieshou |
კოორდინატები | 32°53′24″ ჩ. გ. 115°48′50″ ა. გ. |
ფართობი | 9,775 კმ² |
მოსახლეობა | 7,599,913 კაცი (2020) |
სიმჭიდროვე | 322 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0558 |
საფოსტო ინდექსი | 236000 |
საავტომობილო კოდი | 皖K |
ოფიციალური საიტი | http://www.fuyang.gov.cn |
ცინის დინასტიის ჩამოყალიბების პერიოდში ფუიანგის ტერიტორიას რუინი (ჩინ.: 汝陰) ეწოდებოდა. რუინი კლასიფიცირებული იყო, როგორც უძველესი პროვინციის, იუჭოუს შემადგენელი ნაწილი. ხანის დინასტიის დასაწყისში რუინი სიახოუ ინგის (ძველი წელთაღრიცხვით 172) მიერ იმართებოდა, რომელიც ლიუ პანგთან ერთად იბრძოდა სიანგ იუს წინააღმდეგ ჩუ-ხანის დაპირისპირების (ძვ. წ. 206–202) პერიოდში.სიახოუ ინგი მოგვიანებით ლიუ პანგს დაეხმარა ხანის დინასტიის ჩამოყალიბებაში. ამ დინასტიის დაარსების შემდეგ, სიახოუ ინგის ტიტული შეიცვალა და ის „რუინის ლორდი (მბრძანებელი)“ (ჩინ.: 汝陰侯) გახდა. რუინის მეორე მმართველი სიახოუ ინგის ვაჟი, სიახოუ წაო (ჩინ.: 夏侯灶) (ძველი წელთაღრიცხვით 165) გახდა, რომლის სამარხიც ფუიანგში 1977 წელს იქნა აღმოჩენილი.[1]
რუინის მეორე მბრძანებლის სამარხი, რომელსაც შუანგკუტუე ეწოდება 1977 წელს აღმოაჩინეს. მაშინ, როდესაც ფუიანგის მუნიციპალური აეროპორტის მშენებლობა იწყებოდა.[1] აღმოჩენილი იყო ორი სამარხი, რომელთაგან წარწერა მხოლოდ ერთს ჰქონდა. შუანგკუტუეში აღმოაჩინეს კლასიკური ჩინური ტექსტი, რომელიც მავანგტუეის მსგავსია. ამ აღმოჩენამ ძველი ჩინეთის კულტურასა და ლიტერატურაზე ახალი ფაქტები გახადა ცნობილი. [1]
ოუიანგ სიუ (ჩინელი ესეისტი, ისტორიკოსი, პოეტი და ეპიგრაფერი) 1072 წელს გარდაიცვალა თანამედროვე ფუიანგის ტერიტორიაზე, ანხოი. მას საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. მისმა მოწინააღმდეგემ, ვან ანშიმ სიუს მისი პერიოდის უდიდესი განმანათლებელი უწოდა.
2004 წელს, ჩვილების საკვების გაყიდვამ ფუიანგში სკანდალი გამოიწვია. ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ფუიანგში 50-60 ჩვილი ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი საკვებით მოიწამლა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვების უმეტესობა ღარიბი ოჯახიდან იყო.[2] ფუიანგის მაიორმა, ლიუ ცინგციანგმა ჩინეთის კომუნისტური პარტიისაგან კრიტიკა მიიღო საკვების უსაფრთხოების კონტროლის არ არსებობის გამო. ინციდენტის გამო ვიცე მაიორი მა მინგიუე იძულებული გახდა გადამდგარიყო.[3] შედეგად იაფი საბავშვო საჭმელების 55 ბრენდი ხმარებიდან ამოიღეს.[3]
2007 წლის დასაწყისში ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგცუანის რაიონში არსებულმა შენობამ, „თეთრმა სახლმა“ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ცნობილი გახდა, რომ „თეთრი სახლის“ მშენებლობა 30 მილიონი ჩინური იუანი დაჯდა, რაც რაიონის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედს წარმოადგენს.[4] მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შენობა „თეთრი სახლის“ (ჩინ.: 白宫) სახელწოდებითაა ცნობილი, ნაგებობა ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმს ჰგავს.
2008 წლის მარტში ხელის, ფეხისა და პირის ღრუს დაავადების გავრცელება დაიწყო ფუიანგში. საერთო ჯამში აღირიცხა ინფიცირების 25 000 შემთხვევა, რომელთაგან 13 მაისის მონაცემებით 42 გარდაიცვალა.[5]
2017 წელს ფუიანგის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევიშ შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა.[6]
ფუიანგისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cwa). ქალაქში ზამთარი, ძირითადად, გრილი და ნესტიანია, ზაფხული კი ცხელი და ნალექიანი. ამინდის ხშირი ცვლილების გამო, ადგილობრივები ხშირად აღნიშნავენ, რომ „ფუიანგს ოთხი სეზონი გაზაფხულობით აქვს“.
ჰავის მონაცემები — ფუიანგი (1971−2000) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 20.5 | 26.2 | 29.7 | 34.3 | 37.7 | 39.8 | 40.8 | 39.0 | 38.9 | 34.7 | 30.4 | 22.2 | 40.8 |
საშუალო მაღალი °C | 6.7 | 9.0 | 13.8 | 21.3 | 26.5 | 30.5 | 32.1 | 31.6 | 27.2 | 22.1 | 15.4 | 9.3 | 20.5 |
საშუალო დღიური °C | 1.7 | 3.9 | 8.8 | 15.8 | 21.0 | 25.4 | 27.7 | 26.9 | 22.1 | 16.5 | 9.8 | 4.0 | 15.3 |
საშუალო დაბალი °C | −1.9 | 0.0 | 4.5 | 10.9 | 16.1 | 20.8 | 24.1 | 23.3 | 18.2 | 12.2 | 5.5 | 0.1 | 11.2 |
რეკორდულად დაბალი °C | −14.2 | −14.9 | −5.5 | 0.3 | 5.9 | 13.0 | 17.3 | 16.2 | 8.4 | 1.3 | −6.9 | −13.1 | −14.9 |
საშუალო ნალექი (მმ) | 26.6 | 32.6 | 56.8 | 56.6 | 81.5 | 161.9 | 189.2 | 95.9 | 87.3 | 63.8 | 40.0 | 17.8 | 910 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 5.8 | 6.5 | 9.5 | 8.2 | 9.5 | 10.3 | 12.7 | 10.9 | 8.7 | 8.2 | 6.4 | 4.7 | 101.4 |
წყარო: Weather China |
ნანკინისა (ძიანსუს პროვინცია) და ლოიანის (ხენანის პროვინცია) დამაკავშირებელი მაგისტრალი ფუიანგში გადის.
ფუიანგში მდებარეობს დიდი ზომის რკინიგზის სადგური. ქალაქო ანხოის პროვინციის სატრანსპორტო ცენტრადაა მიჩნეული. ფუიანგის მიმართლებით, ჯერჯერობით, არ არსებობს ჩქაროსნული მატარებლების მარშრუტი. შანგციუს, ხეფეისა და ხანგჭოუს ჩქაროსნული რკინიგზა ამჟამად შენდება და მარშრუტს მოგვიანებით ფუიანგის დასავლეთის რკინიგზის სადგურიც დაემატება.[7]
ჩინეთის მნიშვნელოვანი ქალაქებიდან ფუიანგში მოხვედრა ფუიანგის სიგუანის აეროპორტის საშუალებითაა შესაძლებელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.