![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Francois_II_de_france.jpg/640px-Francois_II_de_france.jpg&w=640&q=50)
ფრანსუა II (საფრანგეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუა II (ფრანგ. François II; დ. 19 იანვარი, 1544, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი — გ. 5 დეკემბერი, 1560, სასტუმრო გროსლოტი, ორლეანი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1559-1560 წლებში. შოტლანდიის კონსორტი მეფე 1558-1560 წლებში როგორც დედოფალ მერი I სტიუარტის მეუღლე.
ფრანსუა II | |
---|---|
![]() | |
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 21 სექტემბერი, 1559 |
მმართ. დასაწყისი: | 10 ივლისი, 1559 |
მმართ. დასასრული: | 5 დეკემბერი, 1560 |
წინამორბედი: | ანრი II |
მემკვიდრე: | შარლ IX |
შოტლანდიის კონსორტი მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 24 აპრილი, 1558 |
მმართ. დასასრული: | 5 დეკემბერი, 1560 |
წინამორბედი: | მარი დე გიზი (როგორც დედოფალი) |
მემკვიდრე: | ჰენრი სტიუარტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 იანვარი, 1544 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 5 დეკემბერი, 1560, (16 წლის) |
გარდ. ადგილი: | სასტუმრო გროსლოტი, ორლეანი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მერი I, შოტლანდიის დედოფალი (ქ. 1558) |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: |
|
მან საფრანგეთის ტახტი თხუთმეტი წლის ასაკში დაიკავა, მას შემდეგ, რაც მამამისი, ანრი II უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა თავისი ქალიშვილის ქორწილში. მისი ერთობ ხანმოკლე მეფობის პერიოდში მომზადდა ნიადაგი საფრანგეთის რელიგიური ომების დასაწყებად.
მისი სისუსტის გამო ქვეყანას დედამისი, დედოფალი ეკატერინე მედიჩი და ცოლის ნათესავი დე გიზები მართავდნენ, რომელთაც ჩამოაყალიბეს ერთგვარი კათოლიკური ფრთა. მან ვერ შეძლო დახმარებოდა თავის სიდედრს შოტლანდიაში კათოლიკობის დასაცავად, რითაც ისარგებლეს შოტლანდიელმა რეფორმატორებმა და ქვეყანა განუდგა კათოლიკობას.
ფრანსუას უშვილოდ გარდაცვალების გამო ტახტზე მისი ძმები ადიან, რომელთა მმართველობის პერიოდმაც რელიგიური ომების დროს გაიარა და მათი გარდაცვალებით დასრულდა ვალუას დინასტიაც.