ფრანსისთაუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსისთაუნი (ინგლ. Francistown) — ბოტსვანის სიდიდით მეორე ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაბორონედან 400 კმ-ში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 98 963 ადამიანს[2]. ქალაქში მდებარეობს ფრანსისთაუნის საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის სადგური. ფრანსისთაუნი მდებარეობს მდინარე ლიმპოპოს შენაკადების — ტატის და ინჩვეს ერთმანეთთან შეერთების ადგილას, 90 კმ-ში ზიმბაბვესთან სახელმწიფო საზღვრიდან. ქალაქი იყო პირველი ოქროს ციებ-ცხელების ცენტრი სამხრეთ აფრიკაში და დღემდე შემორტყმულია ძველი და მიტოვებული შახტებით და ოქროს საბადოებით.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ფრანსისთაუნი ინგლ. Francistown | |
ქალაქის ავტოსადგური | |
ქვეყანა | ბოტსვანა |
ოლქი | ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქიჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქი (ბოტსვანა)|ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქი |
კოორდინატები | 21°10′25″ ს. გ. 27°30′45″ ა. გ. |
დაარსდა | 1897 |
ფართობი | 79[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1001 მ |
მოსახლეობა | 98 963 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1252,70 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
დახურვა