ფრანკენშტაინი
მერი შელის რომანი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე (ინგლ. "Frankenstein; or, The Modern Prometheus") — ბრიტანელი ავტორის, მერი ვოლსტოუნკრაფტ შელის 1818 წლის რომანი. ნაწარმოები მოგვითხრობს ვიქტორ ფრანკენშტაინის, ახალგაზრდა მეცნიერის, ისტორიას, რომელიც არაორდინალური სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგად გონიერ არსებას ქმნის. შელიმ წიგნზე მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, 1818 წლის 1 იანვარს კი, როცა ავტორის 20 წლის იყო, ანონიმურად გამოქვეყნდა რომანის პირველი გამოცემა, ხოლო ავტორის სახელითურთ ნაწარმოები პირველად მკითხველმა პარიზში, 1821 წლის გამოცემაში იხილა.
„ფრანკენშტაინი“ | |
---|---|
| |
ავტორი | მერი შელი[1] |
ენა | ინგლისური ენა |
გამოცემის თარიღი | 1 იანვარი, 1818[2] და 1818 |
წინამორბედი | History of a Six Weeks' Tour |
მომდევნო | Valperga |
შელიმ 1815 წელს ევროპის გარშემო იმოგზაურა, მოძრაობდა მდინარე რაინის გასწვრივ გერმანიაში და გაჩერდა გერნსჰაიმში, ფრანკეშტეინის ციხიდან 17 კილომეტრში, სადაც, ლეგენდის მიხედვით, ორი საუკუნის წინ რიგითი ალქიმიკოსი ექსპერიმენტებს ატარებდა.[3][4][5] ამის შემდეგ იგი გადადის ჟენევაში, შვეიცარიაში, სადაც წიგნის სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ვითარდება. ამ დროს იგი ხშირად საუბრობდა გალვანიზმე, სხვადასხვა ოკულტურ საკითხზე, საკუთარ შეყვარებულთან და მომავალ მეუღლესთან, პერსი შელთან ერთად. ცნობილია, რომ 1816 წლისთვის მერიმ, პერსიმ და ლორდ ბაირონმა მოაწყვეს ერთგვარი შეჯიბრი, თუ ვინ შეთხზავდა ყველაზე კარგ საშინელებათა ჟანრის ისტორიას.[6] დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მერიმ, ფრანკენშტაინს გადამხდარი ამბით შთაგონებულმა, გადაწყვიტა, სწორედ მასზე დაეწერა რომანი.[7]
მიუხედავად იმისა, რომ ფრანკენშტაინი გაჟღენთილია გოთიკური ლიტერატურისა და რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტებით, ამერიკელი ავტორი და კრიტიკოსი - ბრაიან ოლდისი - აღიქვამდა მას, როგორც პირველ ნამდვილ სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიას. მისი მტკიცებით, სხვა, უფრო ძველი ნაწარმოებების გმირებისგან განსხვავებით, მთავარი გმირი იღებს მიზანმიმართულ გადაწყვეტილებას და ექპერიმენტთა უდიდეს ნაწილს ლაბორატორიაში ატარებს, რითაც იგი დიდ სამეცნიერო შედეგებს აღწევს.[8] რომანმა უდიდესი გავლენა იქონია როგორც ლიტერატურაზე, ისევე პოპ-კულტურაზეც; თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ჩამოაყალიბა საშინელებათა ისტორიების, ფილმებისა და პიესების სრული ერთობა - ანუ, სხვაგვარად, საშინელებათა ჟანრი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კულტურაში,ფრანკენშტაინის სახელით, ხშირად მიუთითებენ არა არსების შემქმნელზე, არამედ თავად არსებაზე.[9][10][11]
1931 წლის ფილმი "ფრანკენშტაინი" მიიჩნევა ამ რომანის ყველაზე გამორჩეულ კინოადაპტაციად, რომელშიც მთავარი როლი ბორის კარლოფმა შეასრულა.[12]