From Wikipedia, the free encyclopedia
საშინელებათა ლიტერატურა — მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, რომლის მთავარი ფუნქციაა მკითხველთა შეშინება, დაზაფვრა და გაოცება. ჯონ კადონი მას ახასიათებს როგორც სულის შემძვრელ, ზოგჯერ კი ზიზღისა და სიძულვილის გამომხატველ ლიტერატურად. საშინელებათა ლიტერატურა, გოთიკური პროზიდან იღებს საწყისს და მას, ძირითადად მიაკუთვნებენ ფანტასტიკას, რადგან ფანტასტიკის მონოდეფინიციური განმარტება არ არსებობს და მრავალ ჟანრს მოიცავს. საშნელებათა ლიტერატურაში ფანტასტიკის ელემენტები ხშირადაა გამოყენებული, თუმცა გვხვდება ნიმუშებიც, სადაც ყველაფერი რეალურია.
საშინელებათა ჟანრი უძველესი დროიდან იღებს სათავეს, როცა იბადებოდნენ მითები სიკვდილზე, საიქიოსა და ბნელ ძალებზე. უძველესი ხალხები თხზავდნენ ისტორიებს მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებზე, მითების უმეტესობა კი მოგვითხრობდა ვამპირებზე, მაქციებსა და მოჩვენებებზე. ასევე საშინელებათა ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ დრაკონები.
XVIII საუკუნის გოთიკური პროზა იწყება ჰორაციუს უოლპოლის რომანიდან „ოტრანტოს ციხე-კოშკი“. უოლპოლი პირველი იყო, ვინც რეალიზმს გასცდა და თანამედროვეობაში შემოიტანა ზებუნებრივი ელემენტები. თავდაპირველად, ავტორმა იცრუა და ფსევდონიმის ქვეშ გამოაქვეყნა წიგნი, როგორც შუა საუკუნეების იტალიური სასიყვარულო რომანი, გამოგონილი მთარგმნელის მიერ აღმოჩენილი. წიგნი, მკითხველთა ნაწილმა მდაბიურად მონათლა, ნაწილმა კი მალევე აიტაცა და პოპულარობაც მოუპოვა. მას შემდეგ გოთიკურ რომანს ისეთი წიგნების ტალღა მოაწვა, როგორებიცაა უილიამ ბექფორდის — ვატეკი (1786), ენ რედკლიფის უდოლფოს საიდუმლოება (1794), იტალიელი (1796) და მეთიუ ლიუსის — ბერი (1797). გოთიკური პროზის უმეტესობა მდედრი ავტორების ნამუშავარია და მიჩნეულია ქალურ ლიტერატურად, რადგან პროტაგონისტები, ძირითადად არიან პირქუშ სასახლეში გამომწყვდეული ქალები.
XVIII საუკუნეში გოთიკური ლიტერატურა დააგვირგვინა საშინელებათა ჟანრმა. სწორედ ამ საუკუნის ნამუშევრებზეა დაყრდნობილი თანამედროვე საშინელებათა ლიტრეტურა და ისინი ამ ჟანრის მაგნუმ ოპუსად ითვლებიან. ესენი არიან მერი შელის „ფრანკენშტეინი“ (1818), ედგარ ალან პოს მოთხრობები, შერიდენ ლე ფანუს ნამუშევრები, რობერტ ლუის სტივენსონის დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია (1886), ოსკარ უაილდის დორიან გრეის პორტრეტი (1890) და ბრემ სტოკერის დრაკულა (1897). თანამედროვე დროში ამ ჟანრის ცნობილი წარმომადგენლები არიან სტივენ კინგი, დინ კუნცი, უილიამ პიტერ ბლეტი, აირა ლევინი და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.