ოკულტიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოკულტიზმი (ლათ. occultus — საიდუმლო, ფარული) — მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მისნობით.
ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილებად ითვლება მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, გააზრებული სიზმრები, შელოცვა, მკითხაობა და ა.შ.