From Wikipedia, the free encyclopedia
ფორლი (იტალ. Forlì) — ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში. ფორლი-ჩეზენას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ფორლი იტალ. Forlì | |||||
ცენტრალური მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ემილია-რომანია | ||||
პროვინცია | ფორლი-ჩეზენა (პროვინცია) | ||||
კოორდინატები | 44°14′00″ ჩ. გ. 12°03′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Gian Luca Zattini | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 187 | ||||
ფართობი | 228 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 34 მ | ||||
მოსახლეობა | 116,864 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 512.6 კაცი/კმ² | ||||
ეთნოქორონიმი | Forlivesi | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +39 543 | ||||
საფოსტო ინდექსი | 47121-47122 | ||||
საავტომობილო კოდი | FC | ||||
ოფიციალური საიტი | comune.forli.fc.it | ||||
ქალაქის ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში. ლეგენდის თანახმად ქალაქი სახელით Forum Livii («ლივიის ფორუმი») დაარსებული იყო კონსულის გაიუს ლივიუს სალინატორის მიერ ძვ. წ. 188 წელს. საუკუნეების განმავლობაში სახელი დამოკლდა «ფორლი»-მდე.
შუა საუკუნეებში ფორლი იყო დამოუკიდებელი კომუნა რესპუბლიკური ფორმის მმართველობით. გველფებსა და გიბელინების დაპირისპირების დროს ქალაქი გამოვიდა გიბელინების მხარეს. ქალაქის მცხოვრებლებმა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს ფრიდრიხ II-ს გაუწიეს ფასდაუდებელი დახმარება ფაენცას დაპყრობაში და მძიმე დროს თავშესაფარი მისცეს იმპერატორის ხელისუფლების ერთგულ სარდალს გვიდო I მონტეფელტროს.
XIII საუკუნის დასასრულს ფორლი გადადიოდა რამდენიმე კონდოტიერის ხელიდან ხელში. 1302 წელს ორდელაფის ოჯახმა მართველობა აიღო ხელში და წესრიგი აღადგინა ქალაქში. მათი კონფლიქტი პაპებთან დასრულდა იმით, რომ სიქსტუს IV-მ ფორლი გადასცა თავის დისშვილს ჯიროლამო რიარიოს, რომელიც სახალხო აჟანყების დროს იქნა მოკლული.
რამდენიმე ხმაურიანი ათწლეულების შემდეგ, როდესაც ქალაქს ფლობდნენ ვისკონტები (1488-99), ჩეზარე ბორჯია (1499 წლიდან) და ორდელაფები, ფორლი სამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში შედიოდა პაპის ოლქის შემადგენლობაში და ქალაქმა დაკარგა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა.
ქალაქი | ქვეყანა | თარიღი | ლინკი |
---|---|---|---|
ავეირუ | პორტუგალია | 1990 | |
ბურჟი | საფრანგეთი | ||
პიტერბორო | დიდი ბრიტანეთი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.